დაივიწყეთ ნაოჭები და შეიმცირეთ არასასურველი თმა უმარტივესი ხალხური რეცეპტის დახმარებით.

დაივიწყეთ ნაოჭები და შეიმცირეთ არასასურველი თმა უმარტივესი ხალხური რეცეპტის დახმარებით.
სილამაზეს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორის ჯანსაღი კანი ყველაზე მნიშვნელოვანია. ძველი დროიდან მოყოლებული მას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რის გამოც დღესდღეობით უამრავი კრემი და დამატენიანებელი საშუალებაა წარმოებაში. კანის 4 ტიპი არსებობს: მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული და ნორმალური, ხოლო ამ სტატიაში წარმოდგენილი სახის ნიღაბი ყველა მათგანისთვისაა რეკომენდირებული. ეს ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ თქვენს კანს მბზინვარება და სიგლუვე მარტივად შესძინოთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი


ინგრედიენტები:
  • 2 ჩაის კოვზი ნავთის ჟელე
  • 1 სუფრის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1ც მწიფე ავოკადო


მომზადების წესი
  1. ნავთის ჟელე ქვაბში, ღუმელში ან ტაფაზე გაათბეთ.
  2. დაუმატეთ თაფლი და დანარჩენი ინგრედინტები, ხოლო კვერცხის გული ყველაზე ბოლოს. ურიეთ ისინი ჰომოგენური პასტის მიღებამდე და მიღებული მასა დახურულ ქილაში აანჯღრიეთ.


გამოყენების ინსტრუქცია:
  • დაელოდეთ კრემს 5 წუთი.
  • დაიბანეთ და გაიშრეთ სახის კანი, შემდეგ კი კრემი სახეზე წაისვით.
  • წრიულად დაიმასაჟეთ სახე.
  • გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ბამბით ან მინერალური წყლით დასველებული პირსახოცით მოიშორეთ.





სახის თმის მოსაშორებელი ნიღაბი


ინგრედიენტები:
  • 2 ჩაის კოვზი ცერცველა ფქვილი.
  • 1/4 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი.
  • 3-4 ჩაის კოვზი ახალი რძე.
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
  • 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი.


მომზადების წესი
  1. ინგრედიენტები სქელი მასის მიღებამდე ურიეთ.
  2. მიღებული მასა ყვითელი შეფერილობის და ზეთისგმაგვარი უნდა იყოს.


გამოყენების ინსტრუქცია:
  • მიღებული მასის სქელი ფენა სახეზე დაიდეთ (არ წასვათ ის წამწამებსა და წარბებზე).
  • კრემი იმ ადგილებზე განსაკთრებით კარგად წაისვით, საიდაც თმის მოცილება გსურთ.
  • ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.
  • გამხმარი ნიღაბი თითებით ნელა აიძრეთ.
  • სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რბილი პირსახოცით შეიმშრალეთ.


FPAPARAZZI ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!