შვრიის ნახარშზე მომზადებული კისელი ასკილით
fpaparazzi კიდევ ერთი სასარგებლო სასმლის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
- მომზადების დრო: 2 სთ 30 წთ
- ულუფების რაოდენობა: 2
- მომზადების სირთულა: საშუალო
- კალორიების რაოდნეობა: 532 კკალ.
საჭირო მასალა:
- შვრიის ფანტელი 200 გ
- წყალი 500 მლ
- ხმელი ასკილი 0,5 ჭიქა
- მარილი
- კარაქი
მომზადების წესი:
- დაალბეთ ასკილი 250 მლ თბილ წყალში 30 წუთი.
- დაუმატეთ კიდევ 250 მლ წყალი და ხარშეთ 20 წუთი. გაწურეთ, ნახარში არ გადაღვაროთ.
- დაასხით ასკილის ნახარში შვრიის ფანტელს და გააჩერეთ 15 წუთი. შმედეგ გაწურეთ შვრიაც. კვლავ დაასხით გაწურულ შვრიის ფანტელს თბილი ასკილის ნაყენი და გააჩერეთ კიდევ 15 წუთი. კვლავ გაწურეთ შვრია ხელით. გაიმეორეთ სამჯერ.
- მიღებულ შვრის რძეს დაუმატეთ გემოვნებით შაქარი, მარილი და ხარშეთ გასქელებამდე. თან ურიეთ.
- ბოლოს ჩააგდეთ კარაქი, აურიეთ და გაანაწილეთ წყალში გავლებულ ფორმებში.
- გაცივებული კისელის მირთმევა შეგიძლიათ კოვზით.
გემრიელად მიირთვით!