ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების განქორწინების #1 მიზეზი

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების განქორწინების #1 მიზეზი
ყოველ ქორწინებაშია რაღაც პრობლემები, რამაც შეიძლება განქორწინებამდე მიიყვანოს საქმე. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს საამისოდ თავისი მიზეზი აქვს. მოდით, გავიგოთ დაწვრილებით.

ვერძი

ვერძის მთავარი პრობლემა მისი სიჯიუტე და ეგოიზმია, რასაც უმეტესობა შემთხვევაში განქორწინებამდე მიჰყავს. როდესაც ოჯახს ქმნის, უნდა გაითავისოს, რომ პარტნიორის აზრი გასათვალისწინებელია.

კურო

კუროები იშვიათად შორდებიან, მაგრამ თუ ასე მოხდა, ამის მზიეზი მატერიალური მხარეა. თუ ოჯახში ფულთან დაკავშირებული პრობლემებია, კურო ნერვიული და გაღიზიანებული ხდება.

ტყუპები

ტყუპებს უყვართ ურთიერთობების გაბმა და ბევრი ლაი ლაი, რის გამოც პარტნიორთან პრობლემები უჩნდებათ. მთავარი კი ისაა, რომ ტყუპები არც კი ითვალისწინებენ ამას და არ აპირებენ ურთერთობების შემცირებას, ოჯახის შენარჩუნების ხათრითაც კი.

კირჩხიბი

კირჩხიბი მეოჯახეა. პარადოქსია, მაგრამ თუ ოჯახში რაიმე კონფლიქტი ხდება, ამის მიზეზი ნათესავებია. ეს შეიძლება იყოს მშობლების ჩარევა ახალგაზრდების ოჯახში და ა.შ. მოკლედ, თუ განქორწინების თავიდან არიდება სურთ, კირცხიბებმა ცალკე უნდა იცხოვრონ პარტნიორთან ერთად.

ლომი

ლომის ზოდიაქალური სახლი შვილებთანაა მყარად დაკავშირებული. და სწორედ ამიტო, კონფლიქტის მიზეზი შეიძლება შვილები გახდეს - მაგალითად, მათი აღზრდის მეთოდი, ან უშვილობა. გარდა ამისა, ლომს უყვარს გართობა, რასაც ღალატი მოჰყვება, ღალატს კი - განქორწინება.

ქალწული

ქალწულის ნიშანი ჯანმრთელობას და სამსახურს უკავშირდება. მეუღლესთან დაშორების მიზეზი შეიძლება მისი ცხოვრების არაჯანსაღი წესი გახდეს, მეორეც, სამსახურში პრობლემები ან უსამსახურობა.

სასწორი

ამ შემთხვევაში, განქორწინების მიზეზი სასწორის ემოციური მდგომარეობა შეიძლება გახდეს - ისტერიკები, სკანდალები, კამათი. რაც მთავარია, სასწორი პარტნიორისგან კომპრომისზე წასვლის ცოდნას მოითხოვს.

მორიელი

მორიელის ოჯახს მისი ღალატი ანგრევს. თავიდან როგორი ერთგულიც არ უნდა იყოს, სამქე მაინც აქამდე მიდის, რადგან ერთფეროვნება ბეზრდება. ამასთან, თავად მორიელი სასტიკად ეჭვიანია.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს თავისუფლება უყვარს, განზე ეძებს მძაფრ ემოციებს, რასაც ღალატი მოსდევს, ღალატს კი განქორწინება. განქორწინების მიზეზი განსხვავებული შეხედულებებიც შეიძლება გახდეს, მას უჭირს პარტნიორის მისწრაფებების გაზიარება.

თხის რქა

კარიერა - აი თხის რქის ოჯახური იდილიის დამრღვევი. ის სულ მუშაობს, რაც პარტნიორთან ურთიერთობას აფუჭებს. თხის რქის ოჯახური ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მისი კარიერისადმი მეუღლეს.

მერწყული


მერწყული ერთ-ერთი იშვიათი ნიშანია, რომელიც ლამის ძალით ქორწინდება. თუ მაინც მოხდა ასე და დაქორწინდა, ყოველდღიური რუტინა - აი რას შეუძლია უსიამოვნების მოტანა ოჯახში. მას უჭირს თავისუფლებაზე უარის თქმა და საკუთარი თავის გარდა კიდევ სხვა ვინმეზე ფიქრი.

თევზები

თევზების პრობლემა მათ სიჩუმეშია. თავიდან ყველაფერს ყლაპავენ, ითმენენ. შემდეგ როცა ეს გაუსაძლისი ხდება, პარტნიორზე ანთხევენ მთელ ნეგატივს. რამდენიმე ასეთი სცენა და ურთიერთობას ბოლო ეღება.