აი, როდის გათხოვდებით, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აი, როდის გათხოვდებით, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შესაძლებელია დაახლოებითი დროის დადგენა, თუ როდის გათხოვდებით. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციებში უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგრამ ასტროლოგების შესახებ დავიწყებაც არ ღირს. მაშ ასე...

ვერძი

ვერძებს მოვლენების დაჩქარება უყვართ, სწამთ, რომ არ აქვს ხვალამდე საქმის გადადებას აზრი. ამიტომაც თხოვდებიან მაშინვე, როცა ნამდვილად ფიქრობენ, რომ მეორე ნახევარი იპოვეს.

კურო

კურო მაშინ თხოვდება, როცა პარტნიორში სრულიად დარწმუნებულია. მას შეუძლია მყარი და სანდო ურთიერთობების აგება.

ტყუპები

ტყუპები მუდამ ცაში დაფრინავენ და დანამდვილებით არ იციან, ვისთან სურთ ყოფნა. მაგრამ როდესაც მეორე ნახევარს პოულობენ, უკვე აღარ სურთ თავისუფალი ფრინველის როლში ყოფნა და თხოვდებიან.

კირჩხიბი

კირჩხიბი მშვიდად თანხმდება ქორწინებაზეც და განქორწინებაზეც. სწამს, რომ თუ ერთხელ ვერ შექმნა იდეალური ოჯახი, მეორედ აუცილებლად გაუმართლებს.

ლომი

ლომი ეძებს იდეალურად შესაფერის პარტნიორს, და თუკი პოულობს, მშვიდად ქმნის ოჯახს.

ქალწული

ქალწული კარიერისტია, ამიტომ სწრაფად თხოვდება, აჩენს შვილებს და სამსახურს ეძებს. ან პირიქით, ჯერ კარიერას აგებს და გვიან ასაკში თხოვდება.

სასწორი

სასწორი ხშირად ყოყმანობს ურთიერთობებში, ამიტომ უჭირს დადგენა, სურს თუ არა ოჯახის შექმნა. და მაინც, ქორწილს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მორიელი

მორიელი ხშირად რეკორდსმენი ხდება ქორწინებების რაოდენობით. საქმე იმაშია, რომ სწრაფად უყვარდება და ასევე სწრაფად ემშვიდობება გრძნობებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს დამოუკიდებლობა უყვარს, ამიტომ, ხშირად, ოჯახს გვიან ასაკში ქმნის, როცა პოულობს იმას, ვინც კომფორტულ პირობებს შეუქმნის.

თხის რქა

თხის რქები ხშირად ნაადრევ ასაკში თხოვდებიან, ტანაც ერთხელდ ა სამუდამოდ. მათ კარგად იციან იდეალური ურთიერთობების აგება.

მერწყული

მერწყულს თავისუფლება და ძალაუფლება უყვარს, სჭირდება პარტნიორი, რომელიც ურთიერთობებში კომფორტს შეუქმნის და გაიაზრებს, რომ მას პირადი სივრცე სჭირდება.

თევზები

თევზები ზრდასრულ ასაკში ქმნიან ოჯახს, რადგან საკუთარ თავში უყვარს ჩაკეტვა, ამას კი პარტნიორი აღიქვამს ისე, თითქოს იგი დაინტერესებული არი იყოს. ამიტომაც, თევზებს დიდ ძალისხმევას გასწევს იდეალური პარტნიორის მოსაძებნად.