ვაშლის სიდრის ძმრის 15 სარგებელი, რომელზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდათ
ბუნებაში ყველაფერს აქვს სასარგებლო თვისებები. არ არსებობს პროდუქტი, რომელსაც არ ახასიათებს რაიმე ისეთი, რაც ცივილიზაციას არ გამოადგება, მათ შორისაა ვაშლის სიდრის ძმარიც, რომლის სასარგებლო თვისებებზე FPAPARAZZI სწორედ ამ სტატიაში გესაუბრებათ.
- აქრობს წვის შეგრძნებას
წვის შეგრძნება საყლაპავ მილში საშინელი გრძნობაა, რომელსაც ვაშლის სიდრის ძმარი ეფექტურად ამარცხებს. მოეშვით ყოველგვარ სამკურნალო საშუალებებს და უბრალოდ მიიღეთ წყალში გახსნილი 1 კოვზი ძმარი. - ხელს უწყობს მშრალი ხველის თავიდან მოშორებას
ყელი გტკივათ? მშრალი ხველა გაწუხებთ? რამდენჯერაც მსგავსი პრობლემა შეგექმნებათ გირჩევთ, რომ ეს ძმარი მიიღოთ, გვერწმუნეთ თქვენს ტანჯვას ბოლო მოეღება. - სასუნთქ სისტემას გიჯანსაღებთ
თუკი სუნთქვა გიჭირთ და სასუნთქი არხების ჩაკეტილი გაქვთ, მიიღეთ ამ ძმრისა და წყლის ნარევი, პრობლემა აუცილებლად მოგეხსნებათ. - გაშორებთ ქერტლს
აურიეთ ნახევარი კოვზი ძმარი და თბილი წყალი, ხოლო მათი ნაზავი თავის დაბანამდე 15-20 წუთით ადრე წაისვით. ამ მეთოდით ქერტლს სამუდამოდ დაემშვიდობებით. - გათავისუფლებთ წებოვანი კანისგან
ძმარი ერთგვარ ანტისეპტიკსაც წარმოადგენს. თქვენ უბრალოდ უნდა წაისვათ ძმარი კოტონის ნაჭერით მთელს ტანზე და ის წებოვანი აღარ იქნება. - ფეხებში კუნთების დაჭიმულობას ხსნის
კუნთების დაჭიმულობის დროს შეურიეთ ვაშლის სიდრის ძმარი და თაფლი, მიღებული მასა წაისვით და დაჭიმულობაც დროსთან ერთად გაქრება. - შველის ნახეთქებს
კოტონის ნაჭერით წაისვით ღამით ძმარი და 20 წუთი არ ჩამოიბანოთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ კანის გაჯანსაღებაში და ნახეთქებისგან გაგათავისუფლებთ. - ებრძვის ტერფის სუნს
მსგავსი პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს, მისგან თავის დასაღწევად კი ფეხები პერიოდულად ძმრიან წყალში უნდა ჩაყოთ ხოლმე. - ხსნის შებერილობას
მიიღეთ ეს ძმარი ჭამამდე და ეს პრობლემები არ შეგაწუხებთ. - სახლიდან უსიამოვნო სუნს აქრობს
ძმარი არაჩვეულებრივი საშუალებაა ჰაერის გასაწმენდად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად. - იდეალურია დეზინფექციისთვის
სიბინძურის პირველი მტერია! ნუ დახარჯავთ ზედმეტ ფულს გამწმენდ საშუალებებში. ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ძმარი იდეალურად აშორებს ჭუჭყსა და ნებისმიერ ლაქას. - მისი დახმარებით წყალგაყვანილობის პრობლემა აღარ შეგექმნებათ
მოხდა ისე, რომ წყალგაყვანილობა გაიჭედა? გამოიყენეთ ეს ძმარი და პრობლემას წამებში მოაგვარებთ. - ტანსაცმელს დაუთოება აღარ დასჭირდება
ნუ დახარჯავთ ზედმეტ დროს დაუთოებაში, შეასხით ტანსაცმელს ძმარი სპრეის სახით და ის თავისით გასწორდება. - ნუღარ შეგაშინებთ ობი
ობმა შეგაწუხათ? გარეცხეთ ობიანი ტანსაცმელი ძმარში და ობს სამუდამოდ მოიშორებთ თავიდან. - ავეჯს ჯადოსნურად წმენდს
ავეჯის დალაქავების შემთხვევაში ძმრისა და მარილის ნაზავი ნებისმიერ შემთხვევაში გაწმენდს მას და უპირობოდ მიანიჭებს პირვანდელ ბზინვარებას.