ქალბატონებში ფილტვების კიბოს 8 ყველაზე გავრცელებული სიმპტომი. ცოდნა ყველაზე ძლიერი იარაღია!
პროფილაქტიკა ყველაზე გონივრული რამაა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ყველაზე რთული და მომაკვდინებელი დაავადებების თავიდან არიდებაც კი შესაძლებელია, თუ პრობლემას საწყის სტადიაზე გამოვავლენთ და დროულად მივიღებთ შესაბამის ზომებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, თითოეული ადამიანი იყოს ინფორმირებული სხვადასხვა სერიოზული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ. გახსოვდეთ, ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია!
რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია ეს სიმპტომები არა ფილტვის კიბოთი, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ნაკლებად სერიოზული პრობლემებით იყოს განპირობებული. მიუხედავად ამისა, მოცემული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და საკუთარი თავის გამოკვლევა.
- ჰაერის უკმარისობა
ჰაერის უკმარისობა ფილტვის კიბოს ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. თუკი დილით, ადრე ადგომისას ჰაერის უკმარისობას ხშირად გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. - ქრონიკული დაღლილობა
თუ თქვენ ქრონიკულ დაღლილობას ახსნას ვერ უძებნით, ანუ ყოველგვარი მიზეზის გარეშე რეგულარულად გაწუხებთ დაღლილობა და სისუსტე, აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს. - ხშირი ხველა
ხველა ჩვენი ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ჩვეული მოვლენაა. როგორც წესი, ორგანიზმი ასე ბაქტერიებზე ან კონკრეტული სისტემის მოშლაზე რეაგირებს. ქრონიკული ხველის დროს არავითარ შემთხვევაში შეიძლება ფილტვების კიბოს გამორიცხვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს. - მხრებისა და წელის ტკივილი
ქალბატონების შემთხვევაში ქრონიკულად მხრებისა და წელის ტკივილი შესაძლებელია ფილტვების კიბოზე მეტყველებდეს. - ხრინწიანი ხმა
რა თქმა უნდა, ხრინწიანი ხმა შეიძლება უამრავმა ფაქტორმა განაპირობოს, თუმცა თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ეს ნიშანი სავსებით შესაძლებელია ფილტვების კიბოზე მიგვითითებდეს. - წონაში კლება
თუ თქვენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ათიოდე კილოგრამი დაკარგეთ, აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს. - ყლაპვის პრობლემა
თუ თქვენ რეგულარულად განიცდით დიდ დისკომფორტს როგორც თხევადი, ასევე მყარი მასის მიღებისას, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი! - მკერდის ტკივილი
ადენოკარცირომა - ფილტვის კიბოს ერთ-ერთი სახეობა. თუ ქალბატონი მკერდის არეში ქრონიკულად განიცდის ტკივილებს, არ ღირს ექიმთან ვიზიტის გადადება.
რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია ეს სიმპტომები არა ფილტვის კიბოთი, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ნაკლებად სერიოზული პრობლემებით იყოს განპირობებული. მიუხედავად ამისა, მოცემული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და საკუთარი თავის გამოკვლევა.