ფილტვების კიბოს 9 ადრეული ნიშანი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. ყურადღებით!

ფილტვების კიბოს 9 ადრეული ნიშანი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. ყურადღებით!
სამწუხაროდ, პაციენტების უმრავლესობა ფილტვების სიმსივნის შესახებ მხოლოდ გვიან სტადიაზე იგებს, რადგან ამ საშინელი, მომაკვდინებელი დაავადებისთვის საწყის სტადიაზე გამოკვეთილი სიმპტომები და ნიშნები არ არის დამახასიათებელი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის გარკვეულ სიგნალებს, როდესაც მის თავს რაღაც რიგზე ვერ არის. სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობას არ აქვს ამ საგანაგაშო სიგნალების წაკითხვისა და ამოცნობის უნარი, რადგან ისინი შესაბამის ცოდნას არ ფლობენ.

ფილტვების სიმსივნის დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე მარტივადაა შესაძლებერი რენტგენისა და კომპიტერული ტომოგრაფიის წყალობით. მთავარია პაციენტმა დროულად მიმართოს სპეციალისტს დახმარებისთვის! სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ფილტვების სიმსივნისთვის დამახასიათებელ ყველაზე გავრცელებულ ადრეულ ნიშნებსა და სიმპტომებს. თუ თქვენთვის საკუთარი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, არასდროს დააიგნოროთ ეს ნიშნები!

ექიმები გვირჩევენ, რომ რეგულარულად გამოვიკლიოთ ჩვენი ორგანიზმი, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კონკრეტული დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ ვიმყოფებით. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ადამიანებმა, რომლებიც ფილტვებისა და ბრონქების ქრონიკული დაავადებებისგან იტანჯებიან, რადგან მათში ფილტვების სიმსივნის განვითარების რისკი საგრძნობლად მაღალია.

თუ თქვენ ბრონქიტისგან და პნევმონიისგან წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ იტანჯებით და ეს ანთებითი დაავადებები 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის!

ფილტვების სიმსივნის ადრეული ნიშნები და სიმპტომები:
  • ქრონიკული ხველა
  • ქრონიკული დაღლილობა
  • წონის აუხსნელი კლება
  • მადის დაქვეითება
  • ქოშინი
  • სუნთქვის გართულება
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში

რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია ეს ნიშნები არა ფილტვების კიბოზე, არამედ სხვა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნაკლებად სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებდეს, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით თითოეული ადამიანი ვალდებულია დროულად მიმართოს ექიმს დახმარებისთვის და გამოიკვლიოს საკუთარი ორგანიზმი.

სწორედ ამიტომ, თუ თქვენ ეს სიმპტომები აღგენიშნებათ, არავითარ შემთხვევაში გადადოთ ექიმთან ვიზიტი!



ჩვენი რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობას! იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია!