გამოცდილი კოლექციონერები ''ზინგერის'' გამოშვების საკერავ მანქანებზე ნადირობენ.

გამოცდილი კოლექციონერები ''ზინგერის'' გამოშვების საკერავ მანქანებზე ნადირობენ.
ჩემი დაქალის ბებიას ყოველთვის გაჭირვებაში უწევდა ცხოვრება. ერთადერთი ნივთი, რომელიც მან საკუთარ შვილიშვილს მემკვიდრეობით დაუტოვა, ეს ძველი გამოშვების საკერავი მანქანა იყო. დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ის სარდაფში ინახებოდა. ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ ამ საკერავი მანქანის გაყიდვა შესაძლებელი იქნებოდა, თანაც საკმაოდ სოლიდურ თანხად. სწორედ ამ უბრალო ნივთის წყალობით ჩემმა დაქალმა საკუთარი ოცნება აიხდინა და პარიზში დასასვენებლად გაემგზავრა.

ძველი გამოშვების საკერავი მაქნანები

გამოცდილი კოლექციონერები ''ზინგერის'' გამოშვების საკერავ მანქანებზე ნადირობენ.

დიახ, სწორედ ასეთ ყუთებში ინახებოდა ოდესღაც მექანიკური საკერავი მანქანები. დაახლოებით 30 წლის წინ თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვებოდა ეს ნივთი.





კომპანია ''ზინგერი'' 1851 წელს შეიქმნა და მალევე გახდა საკერავი მანქანების ნომერ პირველი მწარმოებელი. ამ ამერიკული ფირმის მანქანები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდებოდა, მათ შორის რუსეთშიც. XX საუკუნის დასაწყისში არახელსაყრელი გახდა მანქანების რუსეთში შეტანა, რადგან იმ დროისთვის ევროპაში კონკურენტები გაჩნდნენ, რომლებიც მსგავს საქონელს მომხმარებელს უფრო იაფად სთავაზობდნენ. მაშინ ''ზინგერი'' ხელმძღვანელობამ საკერავი მანქანების წარმოების დაწყება მოსკოვის გარეუბანში გადაწყვიტა. მათ მიწა შეისყიდეს პოდოლსკში და ქარხანა ააშენეს, რომელმაც პირველი პროდუქცია 1902 წ. გამოუშვა. ეს რევოლუციამდე იყო და იმ დროს პოდოლსკის პატარა დასახლებაში სულ რაღაც 5 ათას კაცამდე ცხოვრობდა.



1914 წლისთვის, საკერავი მანქანების წარმოების მიხედვით, რუსეთი II ადგილზე იყო, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ!



არ არის გასაკვირი, რომ ასეთი პოპულარული ნივთის გარშემო უამრავი ლეგენდა დაიბადა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, 1998 წელს კომბანია ''ზინგერმა'' განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ საკერავ მანქანას სერიოული ნომრით, რომელიც ერთიანით იწყებოდა. გავრცელებული ხმების თანახმად, ასეთი საკერავი მანქანის მფლობელები დასაჩუქრდებოდნენ 30 000 ამერიკული დოლარიდან მილიონ ამერიკულ დოლარამდე ფულადი პრიზით. სწორედ ამიტომ, კოლექციონერებმა დაიწყეს ''ნადირობა'' ზინგერის საკერავ მანქანაზე.



არის კიდევ ერთი წარმოუდგენელი ლეგენდა იმის შესახებ, რომ არსებობს 300 საკერავი მანქანა, რომლებიც მთლიანად ოქროსგან არის ჩამოსხმული. ამ ლეგენდის მიხედვით, რევოლუციის შემდეგ, რუსეთის მოხახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ქვეყნიდან მხოლოდ საოჯახო ნივთების გატანის უფლება ჰქონდათ. ამიტომ, საზრიანმა ემიგრანტებმა, საკუთრებაში არსებული ოქრო გადაადნეს, ზინგერის საკერავი მანქანის ფორმა მისცეს, შავად შეღებეს და მშვიდად გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი.



სწორედ ამიტომ, სანამ ძველი ნივთის გადაგდებას ან გაჩუქებას გადაწყვეტთ, კარგად დააკვირდით მას. სავსებით შესაძლებელია ერთი შეხედვით უბრალო ნივთმა სოლიდური თანხა მოგიტანოთ.