ერთი შეხედვით ძალიან უბრალო, თუმცა მსოფლიოში 15 ყველაზე ძვირადღიებული სათამაშო, რომელთა ფასი ჩემში გაოცებას იწვევს!

ერთი შეხედვით ძალიან უბრალო, თუმცა მსოფლიოში 15 ყველაზე ძვირადღიებული სათამაშო, რომელთა ფასი ჩემში გაოცებას იწვევს!
1. დარტ ვეიდერის ლაზერული ხმალი: $ 6 000



თავდაპირველად ეს კომპლექტი გამოიცა 1978 წელს და მისი ფასი შეადგენდა 2 დოლარსა და 49 ცენტს, თუმცა მისი გამოსვლიდან ხანმოკლე დროში სხვადასხვა კომპანიებმა გამოუშვეს მილიონობით სათამაშო, რის გამოც მათი წარმოება შეწყდა. ამ ფაქტიდან გამომდინარე დღეს დარტ ვეიდერის კომპლექტის ფასი $ 6000 შეადგენს.

2. სათამაშო საკერავი მანქანა: $ 13 600



მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა საკერავი მანქანა დამზადებულია მხოლოდ უბრალო მატერიებისგან, 1996 წელს იგი აუქციონზე $ 13 600 გაიყიდა.

3. ოქროს ''Nintendo Gameboy'': $ 25 000



ბრიტანული კომპანია ''Asprey"_ის იუველირებმა 2006 წელს შექმნეს ოქროს ''Nintendo Gameboy'', რომელიც იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული პორტატული სათამაშო იყო. ეს მოწყობილობა იუველირებმა შექმნეს 18 კარატიანი ოქროსა და ბრილიანტისგან. სურვილის შემთხვევაში მის ყიდვას შეძლებთ 25 000 ამერიკულ დოლარად.

4. სათამაშო ვარდისფერი 'Volkswagen Beach Bomb'': $ 72 000



ეს სათამაშო განსაკუთრებით პოპულარულია კოლექციონერებს შორის. დღესდღეობით აღმოჩენილია ამ მოდელის მხოლოდ 2 ვარდისფერი ეგზემპლიარი. ამ ავტომობილის ერთ-ერთმა ახალმა მფლობელმა მასში $ 72 000 გადაიხადა.

5. პლატინის საწოვარა: $ 85 000



იუველირმა მეტ კეისმა შექმნა პლასტინის საწოვარა, რომლის ფასიც შეადგენს $ 85 000, 2013 წლის თებერვლის თვეში ''Russell & Case''_ის დაკვეთით. 250 გრამიანი საწოვარა დამზადებულია სუფთა პლატინისგან.

6. ''Porsche 917 Le Mans Raceway'': $ 125 000



სარბოლო ავტომობილების მოყვარლები ალბათ საკუთარ სულს გასცემდნენ ამ ეგზემპლიარის მოსაპოვებლად, რომლის შიგნითაც ინახება ''ლე მანის'' სარბოლო მოედნის ანალოგი.

7. ალმასის ავტომობილი ''Hot Wheels'': $ 140 000



2008 წელს '' Mattel's Hot Wheels''_მა 40 წლიანი იუბილის აღსანიშნავად შექმნა სპეციალური სათამაშო ავტომობილი, რომელიც მორთულია ბრილიანტებით და მისი ფასი შეადგენს $ 140 000.

8. პიკაჩუს ბანქოები: $ 150 000



''პოკემონების'' საკოლექციო ბანქო შექმნა კომპანია ''Wizards of the Coast''_მა 1999 წელს და დღესდღეობით იგი $ 150 000 შეფასებული.

9. სათამაშო ჯარისკაცი: $ 200 000



ეს სათამაშო ჯარისკაცი საკუთარი ხელით შექმნა დონ ლევინმა 1963 წელს და დაახლოებით 40 წლის შემდეგ იქცა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სათამაშო ჯარისკაცად, რაც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.

10. რობოტის კოსტიუმი: $ 1 მილიონი



იაპონური კომპანიის, ''Suidobashi Heavy Industry''_ის მიერ შექმნილი რობოტის 3,8 მეტრი სიგრძის კოსტიუმი, რომელიც ''Kuratas'''_ის სახელითაა ცნობილი, შეფასებულია 1 მილიონ დოლარად.

11. ოქროს მონოპოლი: $ 2 მილიონი



მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ''მონოპოლის'' ფასი, რომელიც დამზადებულია 18 კარატიანი ოქროსგან და მორთულია ძვირადღირებული ქვებით, შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ამერიკულ დოლარს.

12. დათუნია ''Steiff Louis Vuitton'': $ 2,1 მილიონი



სათამაშო დათუნია, რომელიც შექმნა ფრანგულმა სამოდელო სახლმა ''Louis Vuitton''_მა, 2000 წელს ჯესი კიმმა აუქციონზე შეიძინა 2,1 მილიონ ამერიკულ დოლარად.

13. ''Lamborghini Aventador'': $ 4,6



რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ამ ავტომობილი მინიატურული ვერსია ნამდვილ ვერსიაზე 11-ჯერ ძვირია, რადგან იგი მთლიანად დამზადებულია ოქროსგან.

14. სახლი ხეზე: $ 6 მილიონი



ყველა ბავშვს უყვარს ხეებზე ძრომიალი და თითოეული მათგანის ოცნებაა ხეზე პატარა ქოხის აშენება. სამწუხაროდ ამ ოცნების განხორციელების საშუალება ბევრს არ ეძლევა, თუმცა მდიდარ მშობლებს მარტივად შეუძლიათ ბავშვის გულის გახარება. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ კომპანია ''Treehouse Co for the Duke and Duchess of Scotland''_ის მიერ ხეზე აშენებული სახლი, რომლის ფართობიც შეადგენს 560 კვადრატულ მეტრს.

15. ''Astolat''_ის სასახლის ანალოგი სათამაშო: $ 8,5 მილიონი



ყველაზე ძვირადღირებული სათამაშო სასახლე მსოფლიოში იქმნებოდა 13 წლის მანძილზე ყველაზე გამოცდილი იუველირებისა და არქიტექტორების მიერ. ეს 29 ოთახიანი სათამაშო სახლი შეფასებულია $ 8,5 მილიონად.