ქალბატონმა საწუპი მილი ქაღალდის ძაბრს მიამაგრა... შედეგის ნახვის შემდეგ შენც ასევე მოიქცევი!

ქალბატონმა საწუპი მილი ქაღალდის ძაბრს მიამაგრა... შედეგის ნახვის შემდეგ შენც ასევე მოიქცევი!
ყველამ ვინც საკერავ მანქანას იყენებს იცის რაოდენ მნიშვნელოვანია საყვარელი დამხმარეს მოვლა. მუშაობის პროცესში, დეტალებს შორის ნარჩენები, მტვერი გროვდება და თუკი რეგულარულად არ გაწმენდთ, ამ ტექნიკის დაზიანების სერიოზული რისკი წარმოიშობა.
მანქანის გაწმენდა შესაძლებელია სახატავი ფუნჯის დახმარებით, მაგრამ ეს ხერხი კიდევ ბევრ ნარჩენს დატოვებს.. FPAPARAZZI-ს რედაქცია ხელსაქმის მოყვარულებს მორიგ ხრიკს გთავაზობთ, ეს რჩევა ნამდვილად შეგიმსუბუქებთ მძიმე შრომას.. გთავაზობთ საკუთარი ხელით შექმნათ რთულად მისადგომი ადგილიდან მტვერის ამოსაწმენდი საშუალება!



საკერავი მანქანის საწმენდი ხელსაწოს დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
  • A 4 ფორმატის ფურცელი
  • საკანცელარიო სკოჩი
  • წვენის საწრუპი მილი
  • მტვერსასრუტი


დამზადების ხერხი:
  1. ქაღალდის ფურცელი დაახვიეთ ძაბრის მაგვარად ისე, რომ მასში წვენსაწრუპი მილი გაეტიოს. კიდე დაამაგრეთ სკოჩით.
  2. წვენის საწრუპი მოათავსეთ ქაღალდის ძაბრში, გრძელი მხარე მოათავსეთ ძაბრში, საწრუპის მოხრის ადგილამდე. დაამაგრეთ სკოჩით.
  3. ახლა მთელი ეს კონსტრუქცია მოარგეთ მტვერსასრუტის თავს, რომელსაც ვიწრო დაბოლოება აქვს (ის ვიწრო ტიხარების საწმენდად არის განკუთვნილი).
  4. მილის მოათავსეთ მტვერსასრუტის თავში. გადაახვიეთ სკოჩი ქაღალდის მილს ისე, რომ ის მყარად დამაგრდეს. შემდეგ შეძლებთ მოხსნათ და საჭიროების შემთხევაში თავიდანაც გამოიყენთ ის .
  5. ჩართეთ მტვერსასრუტი. მოკიდეთ ხელი მილს, იგრძენით როგორ შეიწოვს ის ჰაერს. ახლა კი შეგიძლიათ წმენდის პროცესი დაიწყოთ.