არ დააკლოთ ოჯახს ვიტამინების ყველაზე ფასეული წყარო! აღარ გადაყაროთ ხილ-ბოსტანის კანი.

არ დააკლოთ ოჯახს ვიტამინების ყველაზე ფასეული წყარო! აღარ გადაყაროთ ხილ-ბოსტანის კანი.
აღიარეთ რამდენ თქვენგანს გადაუგდია კვისი, კარტოფილის, ბანანის, ვაშლის, ფორთოხლის კანი?! დიახ! ყველა ჩვენთაგანი აკეთებს ამას ვინაიდან არ ვიცით, რომ ხილისა და ბოსტნეულის კანის უმრავლესობა არა მხოლოდ იჭმევა, არამედ სასარგებლოცაა. ალბად გაოცდებით კიდეც თუ გეტყვით, რომ კანში იმაზე მეტი ვიტამინებია ვიდრე თავად ნაყოფში.
FPAPARAZZI-ს რედაქცია გიამბობთ რითია სასარგებლო ხილისა და ბოსტნეულის კანი და დაგარწმუნებთ, რომ მათი გადაყრა არ შეიძლება.

  1. ბანანის კანი
    გაგიკვირდებათ და ბანანის კანიც შეიძლება იქცეს თქვენს დამხმარედ. მისი შემკვრელი თვისებები სასარგებლო ეფექტს ახდენენ კუჭის გაღიზიანებისა და სისხლდენის დროს. ასევე ის შეგიძლიათ დაიდოთ დალურჯებებზე და ტრამვირებულ არეზე, შეშუპების მოსახსნელად. ის ასევე გამოგადგებათ კოსმეტიკური მიზნებისთვის - ბანანის ქერქი შესანიშნავად ებრძვის მეჭეჭებს

  2. კივის კანი]
    კივის კანში სამჯერ მეტი ანტიოქსიდანტია ვიდრე რბილობში. მას ახასიათებს ანტიკანცეროგენული, ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. მის დადებით თვისებებს ასევე წარმატებით შეგვიძლია მივაწეროთ ორგანიზმიდან მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოდევნის თვისებაც.

  3. გოგრის კანი
    გოგრის კანში ძალიან დიდი მოცულობითაა თუთია. მას ახასიათებს შესანიშნავი დამცავი თვისებები. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანმრთელობის გასაძლიერებლად და ასევე პარაზიტებთან, მიკოზებთან საბრძოლველად. მის შემადგენლობაში ასევე შედის კაროტინი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებებისგან გვიცავს.


  4. ახალგაზრდა კარტოფილის კანი
    მდიდარია ნივთიერებებით, რომელიც წარმატებულად ზემოქმედებს ორგანიზმზე ალერგიის, ტაქიკარდიის, ჰიპერტონიის, ტკივილისმიერი შოკის დროს. წარმოიდგინეთ, კარტოფილის კანში ადამიანისთვის საჭირო უჯრედისის, კალიუმის, რკინის, ფოსფორის, თუთიას და C ვიტამინის დღიური ნორმის ნახევარი შედის. იგივე თვისებებით შეუძლია დაიკვეხნოს სტაფილოსა და ჭარხალის კანმაც.

  5. ნიორის ჩენჩო
    ნიორის ჩენჩოს დადებით თვისებებზე მეტყვლებს მასში შემავალი მთელი 6 ანტიოქსიდანტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის გვეხმარება დაბერების პროცესებთან ბრძოლაში და ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას.

ხილის კანი თქვენ შეგიძლიათ ჩაიში დაამატოთ ან მოამზადოთ ცუკატები, ხოლო ბოსტნეულის კანი ჩაყარეთ ბულიონში, ბოსტნეულისა და ხორციან კერძებში. მოამზადეთ სხვადასხვა ნაყენები და ნახარშები.


დღეიდან თქვენ ნამდვილად აღარ გაგიჩნდებათ სურვილი გადაყაროთ ხილისა და ბოსტნეულის კანი. ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს, როგორ შეიძლება გამოიყენოს ისინი.