4 ეფექტური მეთოდი ჩაზრდილი თმის უმტკივნეულოდ მოსაშორებლად. №1-ს ბევრჯერ ვუხსნივარ!

4 ეფექტური მეთოდი ჩაზრდილი თმის უმტკივნეულოდ მოსაშორებლად. №1-ს ბევრჯერ ვუხსნივარ!
თმის ჩაზრდა - პრობლემა, რომელსაც ქალბატონების უმრავლესობა აწყდება. რა განაპირობებს ამ მოვლენას? როგორც წესი, თმის ჩაზრდა გამოწვეულია არასასრუველი თმის მოსაშორებელი არასწორი, უხეში პროცედურებით.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას სწრაფად, მარტივად და უმტკივნეულოდ. ვიმედოვნბთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.

როგორ მოვიშოროთ ჩაზრდილი თმა უმტკივნეულოდ

მეთოდი № 1

"ბოდი შუგარინგი" - სხეულიდან თმის მოცილების საკმაოდ ეფექტურ და ამავდროულად იაფ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც როგორც ცნობილია დედოფალი კლეოპატრა ხშირად მიმართავდა. ამ მეთოდის უპირატესობა სხვა საშუალებებთან შედარებით ისაა, რომ იგი თმას ფესვიანად იღებს და დროთა განმავლობაში თმის ზრდის ინტენსივობა კლებულობს, შეფერილობაც უფრო ღია ფერის ხდება და რაც ყველაზე მთავარია უმტკივნეულოა.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 2 ჭიქა შაქარი.
  • 1/4 ლიმონის წვენი.
  • 1/4 ჭიქა წყალი.

ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მასამ უნდა მიიღოს ყავისფერი შეფერილობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიგეწვათ. ხოლო კანის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად დაელოდეთ მიქსტურის ოდნავ შეგრილებას..

მიღებული ცხელი მასა სხეულის იმ ნაწილზე წაისვით, სადაც გსურთ არასასურველი თმის მოცილება. გადაანაწილეთ ბლაგვი დანით ან ჯოხით. მოიმარაგეთ პატარა ბამბის ქსოვილი ანდა ქაღალდი და დააფინეთ საგულდაგულოდ წასმულ მასაზე. რამდენიმე წუთში დაკრული ქსოვილი "აიფხრიწეთ" თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით. თუ ჩაზრდილი თმა ბოლომდე არ ამოვიდა, ისარგებლეთ პინცეტით.

ამ პროცედურის შემდეგ აუცილებელია შხაპის მიღება და კანის პრობლემურ ზედაპირზე ქოქოსის ზეთის წასმა.



მეთოდი № 2

მოამზადეთ პასტა სოდისგან (აიღეთ 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა და დაასხით მას იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა). მიღებული საშუალება წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანის იმ ნაწილზე, სადაც თმა ჩაგეზარდათ. ამ პროცედურიდან დაახლოებით 2 დღის შემდეგ ჩაზრდილი თმის მოშორება უბრალო პინცეტის გამოყენებით ყველაზე მარტივი რამ იქნება, რაც კი ცხოვრებაში ოდესმე გაგიკეთებიათ.



მეთოდი № 3

შაქრის სკრაბი - არაჩვეულებრივი საშუალება თმის ჩაზრდის პროფილაქტიკისთვის. შეურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი ჟოჟობას ზეთი და 10 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი. მიღებული საშუალებით დაიმუშავეთ კანის ის ზედაპირი, სადაც თმის ჩაზრდის პრობლემა ყველაზე ხშირად გაწუხებთ.



მეთოდი № 4

ასპირინისა და გლიცერინისგან მომზადებული ნარევი ძალზედ ეფექტურია ჩაზრდილი თმის კანის ზედაპირზე ამოსატანად. დააფხვიერეთ ასპირინის რამდენიმე აბი, დაასხით მას იმ რაოდენობით გლიცერინი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. მიღებული საშუალება უნდა წაისვათ კანის პრობლემურ ზედაპირზე, მოითმინოთ 1 საათით და შემდეგ მექანიკურად მოიშოროთ ჩაზრდილი თმა. ამ პროცედურის შემდეგ აუცილებელია კანზე საბავშვო კრემის წასმა.



თუ თქვენ ეს პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ დახმარებისთვის ზემოთ მოცემული 4 მეთოდიდან ერთ-ერთს. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია!