გაუმკლავდით ჩაზრდილ თმას სულ რაღაც 5 წუთში. საოცარი ეფექტი მყისიერად!

გაუმკლავდით ჩაზრდილ თმას სულ რაღაც 5 წუთში. საოცარი ეფექტი მყისიერად!
ჩაზრდილი თმის მოშორება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ხანგრძლივ დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რიგ შემთხვევებში პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე დღე ან სულაც კვირაა საჭირო. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივი, ძალზედ ეფექტური საშუალების დამზადების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც მარტივად გაუმკლავდებით პრობლემას. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საშუალება არ იწვევს სიწითლეს და გაზღვევთ ჭრილობაში ინფექციების შეჭრისგან. გარდა ამისა, ის აჩქარებს კანის პრობლემური მონაკვეთის შეხორცების პროცესს.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 სუფრის კოვზი თხევადი თაფლი;
  • 200 მლ კოსმეტიკური თიხა (აუცილებლად მაღალხარისხიანი);
  • 5 კაფსულა E ვიტამინი;
  • 10 წვეთი ლავანდის ან ჩაის ხის ეთერზეთი.

ინსტრუქცია:

საშუალო ზომის ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით თაფლი და კოსმეტიკური თიხა. ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად გადაურიეთ. მომზადებულ ნარევში ჩაამატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია. მიღებული პასტისებრი მასა წაისვით ჩაზრდილ თმაზე და მოითმინეთ 30 წუთით.

მას შემდეგ, რაც ნარევი კანზე კარგად შეგახმებათ, ჩაალბეთ ღრუმელი ან პირსახოცის წვერი თბილ წყალში და წრიული, მასაჟური მოძრაობებით მოიშორეთ ნარევი. სასიამოვნო შედეგს მყისიერად იხილავთ, ხოლო 2 ან 3 პროცედურის შემდეგ პრობლემა საერთოდ წარსულში დარჩება.

კოსმეტიკური თიხა იწოვს წყალს, ტოქსინებსა და ზედმეტ ცხიმს ჩვენი კანიდან. თაფლი - ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს და ეფექტურად ებრძვის ინფექციებს. E ვიტამინი გვეხმარება თავისუფალი რადიკალების მოშორებაში და წარმოადგენს არაჩვეულებრივ ანტიოქსიდანტს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ნარევი, რომელიც დღეს ჩვენმა რედაქციამ შემოგთავაზათ, ძალზედ ეფექტურია ჩაზრდილი თმის მოსაშორებლად და კანთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად.

კიდევ ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი ჩვენს ვიდეოში: