გამოდევნეთ ორგანიზმიდან შარდმჟავა და დაამარცხეთ პოდაგრა. 3 საოცრად ეფექტური საშუალება.

გამოდევნეთ ორგანიზმიდან შარდმჟავა და დაამარცხეთ პოდაგრა. 3 საოცრად ეფექტური საშუალება.
პოდაგრა ართრიტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც უდიდეს დისკომფორტთან და ტკივილებთანაა დაკავშირებული. პოდაგრის გამომწვევი მიზეზი ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას დაგროვებაა.

როდესაც ჩვენი თირკმელების ფუნქციონირება დარღვეულია და ვერ ხერხდება ორგანიზმიდან შარდმჟვას გამოდევნა, ადგილი აქვს ამ ნივთიერების კრისტალიზაციას და კენჭების ფორმირებას სახსრების გარშემო არსებულ ქსოვილებში. ამ პროცესს თან ახლავს ანთება და ძლიერი ტკივილები.

საბედნიეროდ, კვების რაციონში ცვლილებების შეტანით შესაძლებელია ამ პრობლემის დამარცხება. ადამიანებმა, რომლებიც პოდაგრისგან იტანჯებიან, აუცილებლად უნდა გამორიცხონ კვების რაციონიდან ხორცის გადამუშავებული პროდუქტები (ძეხვები, სოსისები, ვიჩინა და ა.შ.), ზღვის პროდუქტები, რაფინირებული შაქარი, ალკოჰოლი და ცხიმიანი საკვები. აუცილებელია მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მწვანილების, ნედლი ბოსტნეულისა და ხილის მირთმევა. გარდა ამისა, თქვენ ყოველდღიურად უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, მათ შორის მწვანე ჩაი, ოხრახუშის ჩაი და ა.შ.

შემდეგი ნატურალური საშუალებები, რომელთაც ''Fpaparazzi''-ის რედაქცია წარმოგიდგენთ, საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას პოდაგრის დროს და დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში:

საკვები სოდა

1 ჭიქა (200 მლ) წყალში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა და მიღებული ხსნარი მიირთვით ყოველდღიურად.

ლიმონიანი წყალი

1 ჭიქა თბილ წყალში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი. მომზადებული სასმელი მიირთვით მშიერ კუჭზე, საუზმობამდე 15 წუთით ადრე.

ვაშლის ძმარი

ვაშლის მჟავა, რომელიც ჭარბადაა ამ ნატურალურ პროდუქტში, ხელს გვიწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოდევნაში. 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით 200 მილილიტრ წყალში. მიღებული სასმელი მიირთვით ყოველდღიურად სადილობამდე და ვახშმობამდე რამდენიმე წუთით ადრე.

პოდაგრის თავიდან ასარიდებლად არაჩვეულებრივია კვების რაციონის გამდიდრება კურკუმით, ანანასით და სელის ზეთით.

კურკუმინი, კურკუმის აქტიური კომპონენტი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც იცავს და აჯანსაღებს ჩვენს თირკმელებს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ჯანმრთელობას!