ნიშნები, რომლებიც დაგეხმარებათ დრულად აღმოაჩინოთ ეტანება თუ არა, თქვენი მოზარდი შვილი ნარკოტიკს!
მშობლებს მართლაც სიფხიზლე მართებთ, რადგან ნარკომანიის სენი დღევანდელი ახალგაზრდობის საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. არსებობს ნიშნები, რომლებიც დაგეხმარებათ, დროულად აღმოაჩინოთ შვილის ნარკოტიკებისადმი ლტოლვა.
ეს ნიშნებია:
ეს ნიშნებია:
- გუგები გაფართოებული ან ძალზე შევიწროებულია, თვალები კი შეწითლებული;
- მეტყველება არეული, შენელებული ან აჩქარებულია;
- მადა არ აქვს, ან ძალიან ბევრს ჭამს;
- აქვს ნანემსრები, ჩალურჯებები ( სისხლჩაქცევათა კვალი );
- დარღვეული აქვს მოძრაობის კოორდინაცია;
- თამაშობს არტერიული წნევა;
- აღინიშნება უმიზეზო აგზნება ან პირიქით, მოდუნება;
- უეცრად კარგავს ინტერესს იმის მიმართ, რაც მანამდე იტაცებდა;
- შეკითხვაზე აგრესიულად პასუხობს;
- ბინიდან ქრება ფული, ნივთები;
- წყვეტს კავშირს ძველ ნაცნობებთან და იჩენს ახლებს, რომელთაც მშობლებს არ აცნობს. თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რამდენიმე მაინც თუ გეცნოთ, სასწრაფოდ აჩვენეთ შვილი ექიმს.