ჩაამატეთ მცირეოდენი შავი წიწაკა სარეცხ მანქანაში... აწი ყოველთვის ასე მოვიქცევი!

ჩაამატეთ მცირეოდენი შავი წიწაკა სარეცხ მანქანაში... აწი ყოველთვის ასე მოვიქცევი!
თითოეული დიასახლისის ცხოვრებაში დამდგარა ის უსიამოვნო მომენტი, როდესაც საყვარელი ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვის შემდეგ ქსოვილმა ფერი იცვალა.

ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის ჩვენს საიტზეც, შეგიძლიათ უამრავი ინფორმაციის მოძიება, თუ როგორ დავუბრუნოთ თეთრ ნივთებს პირვანდელი სიქათქათე, თუმცა ძალზედ იშვიათად თუ გადავაწყდებით სტატიას, რომელშიც ფერადი ნივთებისთვის პირვანდელი ფერის შენარჩუნების გზაა წარმოდგენილი.

დღეისათვის ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ მოგიმზადათ 5 გასაოცარი ხრიკი, რომლის დახმარებითაც მეათასე გარეცხვამდეც კი შეუნარჩუნებთ საყვარელ ნივთს პირვანდელ ფერს. თქვენ არ მოგიწევთ მაღაზიებში სპეციალური ქიმიური საშუალებების შეძენა. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, უკვე მოიპოვება თქვენს სამზარეულოში.



  1. შავი წიწაკა
    როგორც წესი, ფერადი ტანსაცმლის გადახუნების მთავარი მიზეზი ქსოვილზე სარეცხი საშუალებების ნარჩენების მოხვედრაა. თუ თქვენ ყოველ ჯერზე შესაბამისი ნივთების გარეცხვისას სარეცხი მანქანის ავზში 1 ჩაის კოვზ დაფქულ შავ წიწაკას ჩაამატებთ, შეძლებთ მოცემული უსიამოვნო მოვლენის თავიდან არიდებას.



  2. მარილი
    რეცხვის დროს ჩაამატეთ სარეცხი მანქანის ავზში რამდენიმე ჩაის კოვზი მარილი და თქვენ გასაოცარ შედეგს მიიღებთ! ამ მარტივი ტექნიკის დახმარებით საიმედოდ შეძლებთ ახალ ნივთზე ფერის დაფიქსირებას. მეტი ეფექტურობისთვის, გახსენით მარილი ცივ წყალში და მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ სასურველი ტანსაცმელი 30 წუთით. ამი შემდეგ გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში ჩვეულებისამებრ. ამ პროცედურის შემდეგ გაჯერებული, ნათელი და კაშკაშა ფერი გარანტირებულია!



  3. ძმარი
    ძმარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ტანსაცმელზე ფერის საიმედოდ დაფიქსირების 100%-იან გარანტიას იძლევა. ეს საშუალება მთლიანად აშორებს ქსოვილს სარეცხი საშუალებების ჩამჯდარ ნაწილაკებს და არბილებს მას.

    რეცხვის დაწყებამდე ჩაამატეთ სარეცხი მანქანის ავზში ნახევარი ჩის ჭიქა თეთრი ძმარი. მოცემული პროცედურის დახმარებით თქვენ არა მხოლოდ შეუნარჩუნებთ საყვარელ ტანსაცმელს პირვანდელ ფერს ხანგრძლივი დროით, არამედ მოაშორებთ მას ალქებსა და გამჯდარ უსიამოვნო სუნს. ძმრის სუნი ქსოვილიდან მაშინვე გაქრება, როგორც კი ტანსაცმელი გაშრება.



  4. ლიმონი
    თუ თქვენ 1 ლიმონის წვენს სარეცხი მანქანის ავზში ჩაამატებთ, საყვარელი ტანსაცმელი პირვანდელ ფერსა და სიკაშკაშეს ხანგრძლივი დროით შეინარჩუნებს, თანაც მას არაჩვეულებრივი არომატი ექნება.



  5. ყავა
    ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ყავის ან შავი ჩაის დახმარებით ტასნაცმლისთვის პირვანდელი ფერის შენარჩუნება იქნებოდა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, საუბარია შავ ფერზე.

    მოხარშეთ 2 ფინჯანი ყავა ან ძლიერი შავი ჩაი. გაგრილებული სითხე ჩაასხით პირდაპირ სარეცხი მანქანის ავზში და შეუდექით შავი ტანსაცმლის რეცხვას. რეგულარული პროცედურების შედეგად, თქვენი საყვარელი შავი ტანსაცმელი არასდროს დაკარგავს პირვანდელ ფერს და არასდროს გადახუნდება.



დიასახლისებო, ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამსოადეგარი იქნება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის დაქალებს!