ეს ჯადოსნური საშუალება გადაარჩენს თქვენს ფერდაკარგულ ტანსაცმელს
რეცხვის შემდეგ თქვენმა ტანსაცმელმა ფერი დაკარგა და არ იცით როგორ მოიქცეთ? ნუ იჩქარებთ ტანსაცმლის გადაგდება! რადგან დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია გამოცდილ და მოქმედ სუპერ საშუალებას გასწავლით.
- საშუალება 1: თითქმის ნებისმიერი ფერდაკარგული ტანსაცმლის გადარჩენა შეიძლება თუკი მას გარკვეული დროით, ამიაკის სპირტიან ცხელ წყალში ჩაალბობთ (5 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 2 ფლაკონი ამიაკი). რათქმაუნდა უსიამოვნო სუნი ექნება, სამაგიეროდ პროობლემა მოგვარდება და ტანსაცმელი აჭრელებული აღარ იქნება.
- საშუალება 1: ხსნით ცხელ წყალში ლაქების ამომყვანს, მათეთრებელს და სარეცხ ფხვნილს. ჩაალბობთ მასში ტანსაცმელს, დატოვებთ ერთი სუტკით. შემდეგ კი მას ფხვნილით გარეცხავთ სარეცხ მანქანაში - ამით თქვენ სასურველ შედეგს მიიღებთ.
- საშუალება 3: ეს ექსტრემალური და გამოუვალი მდგომარეობისას გამოსაყენებელი საშუალებაა. დაასხით ლაქას უნიტაზის სარეცხი საშუალება. შესანიშნავად მოქმედებს Domestos-ი. მაშინთვე გარეცხეთ ტანსაცმელი (არ დაგავიწყდეთ სპეციალური ხელთათმანის ჩაცმა კანის გაღიზიანების გამოსარიცხად). თქვენს თვალწინ ტანსაცმელი გაწკრიალდება და ამასთანავე მისი ორიგინალური ფერიც შენარჩუნდება.