მცენარე, რომელიც ასუფთავებს და კურნავს გულ - სისხლძარღვთა სისტემას!

მცენარე, რომელიც ასუფთავებს და კურნავს გულ - სისხლძარღვთა სისტემას!
"ქვეყნის გული" ხარობს ტყეში. ის ჩამალულია მიწაში. გამოსცემს თავისებურ სასიამოვნო არომატს. სწორედ ამ არომატით შეგვიძლია მისი მიგნება. ზედაპირული ფორმით ქვეყნის გული არის სოკოსებური. მაღალი და ქოლგისებურად თავდახურული. იგი სოკოვან მცენარეებს მიეკუთვნება. მისი ფესვები კი კარტოფილის ფესვს მოგვაგონებს. სწორედ კარტოფილივით არის ჩაფლული მიწაში. როდესაც მივაგნებთ ამ მცენარეს, ფრთხილად უნდა ამოვთხაროთ. მისი გარეგანი ფორმა ხელით შეხებისას მაშინვე იფერფლება.



როგორ გამოვიყენოთ სამკურნალოდ:
"ქვეყნის გულის" ფესვი გარედან შავი კანით არის შემოსილი. ის უნდა გაიფცქვნას. უნდა მოვაშოროთ შავი კანი, შიგნით გული არის ლორწოვანი, მოთეთრო -მოყვითალო ფერის, ძალიან არომატული და სასიამოვნო საჭმელია, მოგვაგონებს მარმელადს.
დღეში უნდა მივიღოთ 3 - 4 ცალი.
"ქვეყნის გული" ძალიან უხდება გულის დაავადებას. ასუფთავებს გულ - სისხლძარღვთა სისტემას.
"ქვეყნის გული" მოიპოვება რაჭაში, ონში და ქართლში. როდესაც იპოვით, ამოთხრით და მიწიანად კალათით წამოიღებთ, ის ინახება მიწაში, სანამ არ დაამთავრებთ მიღებას.
სტატიის წყარო:ხალხური სამკურნალო საშუალება