სწორედ იმ რძის კოქტეილის ძირითადი ინგრედიენტი. სქელი! ტკბილი! ზუსტად ისეთი, როგორც ბავშვობაში...

სწორედ იმ რძის კოქტეილის ძირითადი ინგრედიენტი. სქელი! ტკბილი! ზუსტად ისეთი, როგორც ბავშვობაში...
ჩვენ, ვისმა ბავშვობაც საბჭოთა პერიოდში გაიარა, კარგად გვახსოვს უამრავი პროდუქტის ნატურალური გემო... ერთ-ერთი ასეთი ნუგბარი, რძის კოქტეილი იყო. სქელი, თეთრი და ძალაინ ტკბილი. ჭიქაში პირდაპირ რძის ბიდონიდან ასხამდნენ რძეს, უმატებდნენ ნამდვილი ნაღების ნაყინს, პლომბირს და სიროფს - ყველაზე ხშირად, მსხლისას.

დღეს ჩვენ ვეცდებით დაგაბრუნოთ ბავშვობაში და შემოგთავაზებთ ამ ყველასათვის საყვარელი კოქტეილის რეცეპტს. მოამზადეთ და დატკბით!

ინგრედიენტები


  • 400 მლ რძე
  • 4 ს.კ. მსხლის სიროფი
  • 100 გრ პლომბირი


მომზადება

  1. ჩაასხით ბლენდერის ჭიქაში ძალიან ცივი რძე.
  2. დაამატეთ სიროფი.
  3. შემდეგ ნაყინი.
  4. ათქვიფეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში მაღალ სიჩქარეზე.


რაც უფრო ნაკლებ ნაყინს დაამატებთ, მით უკეთესად აითქვიფება კოქტეილი. მაგრამ გემო შეიცვლება შესაბამისად. გამოიყენეთ ახალი ნაყინი, რათა ქაფქაფა კოქტეილი გამოვიდეს.

რძე ძალიან ცივი უნდა იყოს, ამისათვის გააჩერეთ იგი საყინულეში 2 საათით.

შინ მომზადებულ რძის კოქტეილს დაუვიწყარი გემო აქვს!