უცხო სუნელი, შამბალა, ჩამანი, ფენუგრიკი... უამრავი სახელწოდება და უდავო სარგებელი!

უცხო სუნელი, შამბალა, ჩამანი, ფენუგრიკი... უამრავი სახელწოდება და უდავო სარგებელი!
უცხო სუნელი - საოცრად სასარგებლო მცენარე უამრავ სახელწოდებას ატარებს. ჩინური და აიუვერდული მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს უცხო სუნელის თესლებს საერთო მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. არაბი ლამაზმანები საკვებში ურევენ ამ სუნელს მკერდისა და თეძოების ლამაზი ფორმებისთვის და თმის სიჯანსაღისთვის.

Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ ამ უჩვეულო მცენარის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალს:

უცხო სუნელის თესლი

საჭმლის მომნელებელი სისტემა


უცხო სუნელის ნაყოფი დადებითად ზემოქმედებს კუჭ--ნაწლავის ტრაქტზე, აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს, დიდი ოდენობით უჯრედისის წყალობით, იგი ეფექტურია შეკრულობასთან ბრძოლაში. უცხო სუნელის გაღვივებულ თესლებს ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც ღვიძლის შემცირებული ფუნქციები აქვთ.

შაქრის დიაბეტი

რიგი კვლევების თანახმად, უცხო სუნელის თესლები სასარგებლოა სისხლში შაქრის შემცველობის შესამცირებლად. ამისათვის რეკომენდებული დღეში რძეში გახსნილი2 ჩ.კ. დაფქული თესლის მიღება.

ჯანსაღი კანი


უცხო სუნელის ნაყოფის პასტა შესანიშნავია ანთების საწინააღმდეგოდ, მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, აჩქარებს რეგენერაციისა და შეხორცების პროცესს. ამიტომაც, მას ფართოდ იყენებენ ჭრილობების სამკურნალოდ.

ქოლესტერინის კონტროლი

ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ჭარბი წონა და გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. დაამატეთ უცხო სუნელი სხვადასხვა საკვებში, მიიღეთ გაღვივებული თესლი, დალიეთ ნაყენი და ხელს შეუწყობთ ორგანიზმს ქოლესტერინის შემცირებაში.

სასუნთქი გზების დაავადებები


მშრალი ხველის დროს უცხო სუნელის ნაყოფის რძის ნახარში ნამდვილი მისწრებაა. და თუ ყელის ტკივილი გაწუხებთ, გთავაზობთ შესანიშნავი სავლების რეცეპტს: 2 ს.კ. თესლი მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში 30 წუთის განმავლობაში. ამ ნაყენით რეგულარულად გაივლეთ ყელი და მალევე შვებას იგრძნობთ.

უსიამოვნო სუნი

ცხოვრების არაჯანსაღი წესისა და დაბინძურებული გარემოს გამო ჩვენს ორგანიზმში ტოქსინები გროვდება, ეს კი ყოველდღიურობაზე აისახება - სხეულისგან შესაძლოა უსიამოვნო სუნი მოდიოდეს. მაგრამ თუ უცხო სუნელის ჩაის დალევას წესად ავიღებთ, ამ პრობლემას თავიდან ავიცილებთ.

ქალის ჯანმრთელობა


უცხო სუნელის ნაყოფის მოხმარება ესტორგენის გამომუშავების ბუნებრივი სტიმულატორის ლ\როლს ასრულებს. უცხო სუნელი მეძუძური დედების ლაქტაციას ასტიმულირებს. ასე რომ, რძის უკმარისობის შემთხვევაში, მიიღეთ დღეში 3 ჭიქა ნახარში (2 ჩ.კ. ნაყოფი 1 ჭიქა ცხელ რძეზე). ძალიან სასარგებლო პროდუქტია!