შეაჩერეთ თმის ცვენა ბუნებრივი საშუალებებით. შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს!
ჯანმრთელი, მოვლილი, ლამაზად დავარცხნილი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს. იმისათვის, რომ სწორად მოვუაროთ თმას, საჭიროა მის შესახებ გარკვეული ცოდნა... როგორც მცენარე იზრდება მიწაში, ისე იზრდება თმა. თავზე თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 3 - 4 წელი. წარბები და წამწამები კი ცოცხლობენ 150 დღეს. სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები ახორციელებენ კავშირს თმასა და ორგანიზმს შორის.
გახსოვდეთ, თავის კანი და თმა იკვებება იმავე საკვებით, რითაც ტვინი, გული და სხეულის თითოეული უჯრედი. თუმცა ზოგიერთი საკვები კი არ კვებავს ორგანიზმს, არამედ წამლავს სისხლს.
გთავაზობთ თმის მოვლის რამდენიმე ხალხურ საშუალებას:
გახსოვდეთ, თავის კანი და თმა იკვებება იმავე საკვებით, რითაც ტვინი, გული და სხეულის თითოეული უჯრედი. თუმცა ზოგიერთი საკვები კი არ კვებავს ორგანიზმს, არამედ წამლავს სისხლს.
გთავაზობთ თმის მოვლის რამდენიმე ხალხურ საშუალებას:
- თმის ძირებს ამაგრებს შემდეგი საშუალება: 1 წილი გლიცერინი, 2 წილი სპირტი და 2 წილი ანადუღარი ცივი წყალი. ოდნავ შემთბარი ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში ძილის წინ.
- გამელოტებისაგან და თმის ცვენისაგან თავის დასაცავად გვთავაზობენ ძველ გამოცდილ რეცეპტს: აიღეთ ნამდვილი ჭვავის პურის გული, 2 კვერცხის გული, 4 -5 კბილი დანაყილი ნიორი, 1 ჩაის ჭიქა მაწონი და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. კარგად შეურიეთ ერთმანეთში და მიღებული ფაფისმაგვარი მასა დაბანილ თმის ძირებში შეიზილეთ მსუბუქი მასაჟით. ზემოდან შემოიკარით ჯერ ცელოფანი, შემდეგ თხელი თავსაკრავი. გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეგამოშვებით, 10 ჯერ და გვარწმუნებენ - შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.
- დღეს ცნობილი ფირმების ფართოდ რეკლამირებული თმის შამოუნები, მათ შორის ქერტლის საწინააღმდეგო, ხშირად დადებითი ეფექტით ხასიათდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი მინარევებსაც საკმარისი რაოდენობით შეიცავენ. ამიტომ გვირჩევენ, რომ დროდადრო სურნელოვანი შამპუნები გვერდზე გადავდოთ და ბუნებრივ საშუალებებს მივმართოთ.
- თუ თმა ინტენსიურად გცვივათ, დაიბანეთ თავი სუროს ნაყენით ან წყლით, რომელშიც თეთრი თიხაა გახსნილი. გამელოტებულ ადგილზე ერთი თვის განმავლობაში წაისვით ოდნავ შემწვარი რგოლებად დაჭრილი ლიმონი.