როგორ უმკლავდებიან სტრესსა და შფოთვებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

როგორ უმკლავდებიან სტრესსა და შფოთვებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები
პრაქტიკულად ყველა ადამიანი დროდადრო განიცდის სტრესსა და შფოთვას. გასაკვირი არ არის, თუ გავიხსენებთ, რამდენი ფინანსური, პირადი თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გვაწუხებს ხოლმე.
მაგრამ სტრესი და შფოთვა ნებისმიერ შემთხვევაში გვახსენებს თავს. საინტერესოა, როგორ უმკლავდებიან მას ზოდიაქოს ნიშნები.

ვერძი
ვერძს ყველა საქმე და მოვლენა მაქსიმალურად აქვს გაწერილი. თავის ასაწევადაც კი არ სცალია და წვრილმანებს არ უკვირდება. თუმცა ეს ძალიან საშიშია: თუ ვერძი მზადა არაა, დრო ძალების აღდგენას დაუთმოს, ის მალევე სიცარიელეს იგრძნობს. ფიზიკური ძალა, რა თქმა უნდა, ჭარბად აქვს, მაგრამ ფსიქო-ემოციურ დონეზე გადაღლა გარდაუვალია.
ეცადეთ ხანდახან მაინც დატკბეთ ცხოვრებით და ტემპი შეანელოთ.

კურო
კურო ძლიერი სამსახურეობრივი ეთიკით გამოირჩევა. მას სურს, რომ სამუშაო უბადლოდ იყოს შესრულებული პირველივე ცდაზე. თუ მას პროექტის მართვაში უარს ეტყვიან, ამას ძალიან განიცდის.
ვერძები ძალიან დიდ პატივს სცემენ სხვის აზრს, უფროსობის ყოველ სიტყვას ითვალისწინებენ და ასრულებენ ყველა დავალებას.
გმართებთ მარტივად შეხედოთ საკუთარ ტავსაც და გარშემომყოფებსაც. ნუ აფიქსირებთ ყურადღებას ნებისმიერ წვრილმანზე. გახსოვდეთ, რომ ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია და ნუ დაგეგმავთ მთელ ცხოვრებას წინასწარ.

ტყუპები

ტყუპები ძალიან დინამიური და რთული ადამიანები არიან. ხშირად იცვლიან აზრს, ერტროულად ყველაფერზე ფიქრობენ, რაც იწვევს რეგულარულ სტრესს. ვინაიდან, ტყუპები სოციალურად აქტიურები არიან, მათი სტრესი სხვებსაც გადაედება.
ტყუპებისთვის მწყობრში ჩასადგომად საუკეთესო საშუალებაა იოგა, მედიტაცია და ცხელი აბაზანა. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ტვინს დროებით თიშავს.

კირჩხიბი

ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით, რომ კირჩხიბის მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ არასწორად აფასებენ მოვლენებს და თავადვე აყენებენ ტკივილს საკუთარ თავს. იკეტებიან საკუთარ თავში და არავის ანდობენ, თუ რას გრძნობენ.
მაგრამ ეს დაგროვილი ემოციები ერთხელაც ფეთქდება და კირჩხიბები არაადექვატურად იქცევიან. შეუძლიათ წვრილმანის გამო ახლობელს აწყენინონ.
დაგეხმარებათ მედიტაციის პრაქტიკა ან უბრალოდ ღრმად სუნთქვა. ეს დაამშვიდებს ტვინს და თავს დაცულად იგრძნობთ.

ლომი

ლომებს ყველაფერზე სრული კონტროლი სურთ. უყვართ ყურადღება, გააჩნიათ ლიდერის თვისებები, კარგად ეხერხებათ მოლაპარაკებების წარმოება. მაგრამ მათ არ ავნებდათ, ხანდახან მოეშვან და დატკბნენ მოცემული მომენტით.
არაფერში გჭირდებათ ყველაფრის გაკონტროლება და ყველას პატივისცემისა და სიყვარულის მოპოვება. დოლარი არ ხართ, ყველას რომ მოსწონდეთ.

ქალწული

ქალწულებს იმავეს ვურჩევდით, რასაც ტყუპებს. ოღონდ აქ განსხვავება იმაშია, რომ ქალწულს აზროვნების პროცეი მეტად ლოგიკური და მოწესრიგებული აქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ცხოვრებისეული სიტუაციის თავში გადახარშვაა საჭირო.
ნუ იქნებით ძალიან კრიტიკული შესრულებული სამუშაოს შედეგებისა და თანამშრომლების მიმართ. დატკბით თავად ცხოვრებით და მისი წვრილმანებით. გადაწყვიტეთ პრობლემები და დაეხმარეთ სხვასაც, მაგრამ ნუ ჩაიციკლებით ამაზე.

სასწორი

სასწორი უძლურად და გამოცარიელებულად გრძნობს თავს, როცა ხედავს, რომ უსამართლოდ ექცევიან. ვერ იტანს კამათსა და კონფლიქტებს. ამიტომ შეუძლია რამდენიმე საათი იმაზე იფიქროს, თუ როგორ აუხსნას ადამიანს, რომ სწორი არ არის. თანაც არ უნდა არავის წყენინება.

სასწორი ბალანსის ნიშანია და ბოლოს და ბოლოს მისი უამრავი პრობლემა გადაუწყვეტავი რჩება. ადამიანთა იმ რიცხსვ მიეკუთვნება, ვინც მომავლისთვის ინახავს საქმეებს.

სასწორები შესანიშნავი ადამიანები არიან, მათთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება ადვილია. ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი. ამიტომ, თუ სასწორს აწუხებს ურთიერთობაში რაიმე საკითხი, უმჯობესია, პირდაპირ მიმართოს ადამიანს ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვების გარეშე.

მორიელი

მორიელები კირჩხიბების მსგავსად ძალიან მგრძნობიარენი არიან. მალავენ თავიანთ ემოციებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გააჩნიათ. უფრთხილდებიან პირად სივრცეს და პირად ცხოვრებას. არ უყვართ ხმაურიანი და უყურადღებო ხალხი. მორიელებსაც ხშირად სწყინთ ხოლმე და მზად არიან, შური იძჳონ.
ზედმეტი სტრესის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, თქვენი სამეგობრო წრე შეინარჩუნოთ და უცხო ადამიანები არ შემოუშვათ ზედმეტად თქვენს ცხოვრებაში. დაიკავეთ დისტანცია ურთიერთობისას - ეს გახლავთ საუკეთესო სტრატეგია სიმშვიდის მოსაპოვებლად.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს მუდმივი მოძრაობა სჭირდება სულიერი ჰარმონიისთვის. არ უყვარს, როცა ვინმე რაიმეს მიუთითებს და ცუდად გრძნობს თავს, როცა სხვისი დაწესებული კანონების დაცვა უწევს.
თავი კარგად რომ იგრძნოთ, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ერიდეთ პატარა, დახურულ სივრცეებს ყოველთვის, როცა ამის საშუალება მოგეცემათ.

თხის რქა

თხის რქა ნამდვილი პერფექციონისტია. პირველ რიგში საკუთარი თავისადმია მომთხოვნი. ხშირად იტვირთავს თავს ბევრი მუშაობით და არ აქცევს ყურადღებას საკუთარ მოთხოვნილებებს და სურვილებს. ეს კი დიდ ენერგიას ართმევს. ისევე, როგორც ლომებს, თხის რქასაც უყვარს ყველაფრის გაკონტროლება.
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება. ხანდახან, საუკეთესო სტრატეგიაა - უბრალოდ მოდუნდეთ და შეხედოთ, რა გამოვა.

მერწყული

მერწყული ძალიან გონებამახვილურია, უყვარს ავანტიურები. ყოველდღე სცდის საკუთარ თავს გამძლეობაზე. მუდამ ცდილობს, რაიმეს უხელმძღვანელოს და ახალი რამე მოსინჯოს. ეს ყველაფერი კი ძალას აცლის მას.
მერწყულის სიჯიუტე და ემოციურობაც დიდ პრობლემებს ქმნის. მას მართებს, ხანდახან მაინც მოუსმინოს სხვის აზრს და აღიაროს, რომ რაღაცაში შეცდა.

თევზები

თევზები - ჩაკეტილი ხალხია. ამ შემოქმედებით ადამიანებს არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყველაზე მეტად მაშინ იძაბებიან, თუ მათ ბევრი ადამიანი უსმენს და კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა. თავმდაბლობის გამო ხშირად იტანჯებიან, რადგან სხვები ამით სარგებლობენ.
ძალების აღსადგენად, თევზებს მართებს, დაუთმონ დრო საკუთარ თავს. მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ნეგატიური ენერგიის ასაცილებლად.