უნიკალური და უსწრაფესი საშუალება ჰერპესის სამკურნალოდ!

უნიკალური და უსწრაფესი საშუალება ჰერპესის სამკურნალოდ!
ყველაზე ხშირად ჰერპესი თავს იჩენს ტუჩებზე სითხოვანი ბუშტუკების სახით. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ინფექციური დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია პირველივე სიმპტომების ( ტუჩების წვა, ქავილი ) გამოჩენისას. ხალხურ მედიცინაში სხვა სამკურნალო მცენარეების კვალდაკვალ ფართოდ იყენებენ ოქროს ულვაშის ზეთსა და ნაყენს, მისგან დამზადებულ მალამოს.
ჰერპესის პირველივე სიმპტომების გამოჩენისას მტკივნეულ ადგილზე 10 წუთით უნდა მივიდოთ ოქროს ულვაშის ნამიანი ფოთოლი ან ამ მცენარის სპირტიან ნაყენში დასველებული ტამპონი.



დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქებისათვის რეკომენდებულია შემდეგი ნარევი:
ინგრედიენტები:
  • ვარდკაჭაჭას ზეთი - 2 ჩ/კ
  • ოქროს ულვაშის ზეთი - 3 წვეთი
  • ევკალიპტის ზეთი - 2 წვეთი

მომზადების და გამოყენების წესი:
ინგრედიენტები ერთმანეთს შევურიოთ, შევინახოთ მუქი შუშის ჭურჭელში და მტკივნეულ ადგილზე დღეში 3 - ჯერ წავისვათ. წასმის შემდეგ 30 წუთის განავლობაში ერიდეთ მზის სხივების პირდაპირ მოხვედრას მტკივნეულ ადგილზე.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი