4 შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც ნიკრისის ქარის ( პოდაგრა ) სამკურნალოდ ძალზედ ეფექტურია!

4 შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც ნიკრისის ქარის ( პოდაგრა ) სამკურნალოდ ძალზედ ეფექტურია!
პოდაგრა ვითარდება ნივთიერებათა ცვლის ფონზე და ხასიათდება ძვლებში, მყესებში და სახსრებში შარდმჟავა მარილების ჩალაგებით. იცვლება სახსრების აღნაგობა, რომლის შედეგად სახსრები სრულად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. პოდაგრას ახასიათებს მწვავე ტკივილი დაზიანებულ უბნებში, შეშუპება და ზოგჯერ სხეულის ტემპერატურის აწევა. თერაპია გულისხმობს სპეციალური დიეტის დაცვას და იმ პრეპარატების მიღებას, რომელიც ტკივილს ხსნის.

#1 რეცეპტი.
ბოლოკი - 500 გრ, წყალი - 1,2 ლ .
მომზადება: ბოლოკი გავჭრათ შუაზე და ვხარშოთ დარბილებამდე. ცხელი მივიდოთ დაზიანებულ უბნებზე - 20 - 25 წთ. პროცედურა ჩავიტაროთ 2 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 1 თვე.

#2 რეცეპტი.
ბოლოკი - 1კგ, წყალი - 3 ლ.
მომზადება: ბოლოკს დავასხათ წყალი და ვხარშოთ დარბილებამდე. მიღებული სითხე გამოვიყენოთ აბაზანებისათვის. პროცედურა კეთდება გამწვავების პერიოდში - ღამით. აბაზანის ხანგრძლივობა - 25 წთ.

#3 რეცეპტი.
ბოლოკის წვენი - 200 მლ, თალგამის წვენი - 150 მლ.
მომზადება: წვენები შევურიოთ ერთმანეთს. თხელი ბამბის ხელთათმანები დავასველოთ ამ ნარევში და ჩამოვიცვათ ხელებზე მთელი ღამით. მკურნალობის კურსი 2 - 3 კვირა.

#4 რეცეპტი.
ბოლოკი - 200 გრ, პირშუშხას ძირები - 100 გრ, ნიორი - 4 კბილი, სპირტი - 1 ლ.
მომზადება: ბოლოკი გავხეხოთ სახეხზე, პირშუშხა დავაქუცმაცოთ, ნიორი ნივრის საჭყლეტში დავჭყლიტოთ. მომზადებული ინგრედიენტები მოვათავსოთ შუშის ჭურჭელში, დავასხათ სპირტი და დავაყენოთ 14 დღე. მიღებული საშუალება გამოვიყენოთ შესაზელად და კომპრესებისათვის.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი