უმკურნალეთ შეშუპებას 3 ეფექტური ხალხური რეცეპტით!

უმკურნალეთ შეშუპებას 3 ეფექტური ხალხური რეცეპტით!
შეშუპება ვითარდება ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად. შეშუპება ხშირად თან ახლავს გულ - სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების დაავადებას, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. შეშუპების მკურნალობის კარგი საშუალებაა ბოლოკი, რომელიც შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას და ამავე დროს აქვს შარდმდენი თვისება.

ბოლოკისგან დამზადებულ 3 რეცეპტს გთავაზობთ. სამივე რეცეპტი ეფექტურად გამოიყენება შეშუპების დროს.

#1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 200 გრ
  • ლიმონის წვენი - 40 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
ბოლოკი გავხეხოთ სახეხზე, დავაპკუროთ ლიმონის წვენი და კარგად ავურიოთ. მივიღოთ 30 - 40 მლ 4 - 5 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 5 - 7 დღე.

#2 რეცეპტი
  • ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 400 გრ
  • თაფლი - 400 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
ბოლოკი გავხეხოთ სახეხზე, გამოვწუროთ წვენი, შევურიოთ თაფლი და მივიღოთ 50 - 100 მლ 3 - 4 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 5 დღე.

#3 რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 150 მლ
  • წყალი - 150 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
წყალი და ბოლოკის წვენი შევურიოთ ერთმანეთს და მივიღოთ 100 მლ 2 - ჯერ დღეში ჭამამდე. თანდათან გავზარდოთ დოზა 500 მლ - მდე დღეში. მკურნალობის კურსი 2 - 4 კვირა.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი