მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სამკურნალო 2 საუკეთესო წამალი.

მწვავე რესპირატორული  ვირუსული ინფექციების სამკურნალო 2 საუკეთესო წამალი.
დაავადების გამომწვევი ფაქტორებია იმუნიტეტის დაქვეითება, გაციება, ავიტამინოსი და სხვა. დაავადების პროფილაქტიკა გაცილებით მარტივია, ვიდრე მკურნალობა. ამ მხრივ განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება ბოლოკს.
სხვა თვისებებთან ერთად ბოლოკს ანტიმიკრობული მოქმედებაც გააჩნია.

N1 რეცეპტი

ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 200 გრ
  • ხახვი - 100 გრ
  • ნიორი - 4 კბილი
  • რძე - 500 მლ
  • თაფლი - 30 გრ
  • პიტნის ფოთლები - 5 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
ბოლო, ხახვი და ნიორი დავჭრათ და დავასხათ რძე, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე ბოსტნეულის დარბილებამდე, გავწუროთ, დავუმატოთ თაფლი და პიტნა. მივიღოთ 40 მლ მომზადებული წამალი 1- 2 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 1 კვირა.

N2 რეცეპტი

ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 200 გრ
  • ხახვი - 180 გრ
  • ნიორი - 4 კბილი
  • მცენარეული ზეთი - 20 - 30 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
ბოლოკი გავხეხოთ სახეხზე, ხახვი გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში, ნიორი დავჭყლიტოთ ნივრის საჭყლეტში. მომზადებული ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს. ბოსტნეულის ფაფა მოვათავსოთ ტილოს ნაჭერზე (წინასწარ დასველებული ზეთში) და გამოვიყენოთ როგორც მდოგვის საფენები. პროცედურა კეთდება ღამით. მკურნალობის კურსი - 1 კვირა.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი