დაამზადეთ სახლის პირობებში ალოეს კრემი, სახის ნებისმიერი ტიპის კანისთვის!
ალოე ასუფთავებს კანს, ავიწროვებს ფორებს, აქვს სამკურნალო თვისებები. იგი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რადგან შესანიშნავად მოქმედებს კანის ანთებით ჩირქოვან პროცესებზე. ამიტომ კარგი კოსმეტიკური საშუალებაცაა. ალოეს ფოთლები შეიცავს A, B ალოიზიდებს, ალოიზინებს, ალოენინს, ემოდინს, ალოინს (ბარბალოინს) სხვადასხვა თანაფარდობით. მეცნიერთა მიერ გამოკვლეული და შესწავლილია ალოეს შემადგენლობაში შემავალი 20-მდე მნიშვნელოვანი და მეტად ღირებული კომპონენტი. მათ შორის - განსაკუთრებული ნივთიერებები, ე.წ. სტიმულატორები, რომლებიც ჩვენი სხეულის უჯრედებს ფუნქციობას აიძულებს. იმ უჯრედებსაც კი, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული და რომლებმაც ნორმალურ ფუნქციობაზე უარი განაცხადეს.
ალოეს კრემი ასე მზადდება:
დაგჭირდებათ:
მომზადების და გამოყენების წესი:
ეს ინგრედიენტები კარგად ავურიოთ ერთმანეთში და შევინახოთ გრილ ადგილას. გამოვიყენოთ არა მხოლოდ როგორც სახის კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვის, არამედ როგორც სამკურნალო საცხი სახის კანის აქერცვლის, მუწუკების და სხვა პრობლემების საწინააღმდეგოდ.
ალოეს კრემი ასე მზადდება:
დაგჭირდებათ:
- 2 გრ თაფლი
- 1 გრ სუფთა ლანოლინი
- 20 მლ ალოეს წვენი
- 40 მლ ნუშის ზეთი