რამდენიმე ხალხური საშუალება, რომელიც გაგანთავისუფლებთ ფერისმჭამელებისგან!

რამდენიმე ხალხური საშუალება, რომელიც გაგანთავისუფლებთ ფერისმჭამელებისგან!
შროშანას ფურცლების ნაყენი ერთ - ერთი საუკეთსო საშუალებაა " ფერისმჭამელების" მოსაცილებლად. ჩირქოვანი გამონაყარის წინააღმდეგ.
  • ბოთლში ჩავაწყოთ შროშანას ახალმოკრეფილი ფურცლები. დავასხათ წყალი, ან გახსნილი სპირტი. დავაყენოთ 2 კვირის მანძილზე. შევიზილოთ სახეზე ძილის წინ.

  • ალოე. ალოეს ფოთლების წვენი გამოიყენება კანის გაღიზიანების, ანთებითი პროცესების, ფერისმჭამელების წინააღმდეგ.
    ცხიმიანი კანის დროს ალოეს ფოთლები გავრეცხოთ ადუღებული წყლით, შევაშროთ, 10 დღე გავაჩეროთ ბნელ ადგილზე. დავკუწოთ ფოთლები და გამოვწუროთ წვენი. დავიზილოთ კანი ახლად გამოხდილი წვენით.

  • კანის გაღიზიანებისა და ფერისმჭამელების წინააღმდეგ იყენებენ ალოეს ფოთლების წყლიან ხსნარს, ფოთლები წინასწარ გამოყვანილ ბნელ და ცივ ადგილზე 1- დღის განმავლობაში დავაწვრილოთ ფაფისებრ მდგომარეობამდე. დავასხათ ცივი ადუღებული წყალი. ხუთ წილ წყალზე ერთი წილი ფოთოლი. გავაჩეროთ ნაყენი ერთი საათის მანძილზე, შემდეგ წამოვადუღოთ არა უმეტეს 2 - 3 წუთი. გავწუროთ და გავიწმინდოთ სახე.

  • 1 - 2 ჩაის კოვზი ლუდის საფუარის მიღება ჭამის წინ ან ჭამის დროს მოგვაცილებს საყმაწვილო ფერისმჭამელებს.

სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები