გაიწმინდეთ ორგანზმი, გამოდევნეთ ტოქსინები და ნალექები ზეითუნის ზეთის დახმარებით!

გაიწმინდეთ ორგანზმი, გამოდევნეთ ტოქსინები და ნალექები  ზეითუნის ზეთის დახმარებით!
ორგანიზმიდან ნალექების გამოდევნა ზეითუნის ზეთის დახმარებით ჯერ კიდევ ძველი დროიდან ორგანიზმის გაწმენდის ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლებოდა. გამოიყენეთ აუცილებლად მაღალხარისხიანი ზეთი.

მკურნალობის კურსი შეგიძლიათ ასე ჩაიტაროთ:

დილით, უზმოზე, ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი პირში დაიგუბეთ და 15 - 20 წუთის განმავლობაში ტუჩებისა და ლოყების მოძრაობით "ღეჭეთ" სანამ რძისფერი არ გახდება.
ზეთი გადმოაფურთხეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაყლაპოთ, ვინაიდან ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. პირი გამოირეცხეთ და გაიწმინდეთ გულმოდგინედ კბილები, რათა პირის ღრუ ზეთის ნარჩენებისაგან მთლიანად გათავისუფლდეს.
აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ სადილის ან ვახშმის წინ. ზეთით გაწმენდა რეკომენდებულია დღეში ორჯერ.

ზეთის "ღეჭვა" განსაკუთრებით ეფექტიანია ნუშისებრი ჯირკვლების ანთების, ბრონქიტის, ალერგიის, თავის ტკივილებისა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. გაუმჯობესება შეინიშნება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობის კურსის ჩატარება რეკომენდებულია 6 - დან 12 კვირის განმავლობაში.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი