თმის ცხიმიანობის მოსაშორებელი ხალხური რეცეპტები!
თმაზე ზედმეტი ცხიმი გამოწვეულია არა თმის დაავადებით, არამედ მას იწვევს ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობა. ამ დროს გამოიყოფა ცხიმის დიდი რაოდენობა, რომელიც კანიდან თმაზე ხვდება. ცხიმის ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერება შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების, ჰორმონალურმა დარღვევამ, არასწორმა კვებამ და სხვა.
ცხიმიანი თმის დაბანა აუცილებელია ყოველ მეორე დღეს მაინც. თავის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან მაღალი ტემპერატურა აძლიერებს ცხიმის ჯირკვლების მოქმედებას.
თმის ცხიმიანობის მოსაშორებლად ასეთი რეცეპტები გამოიყენეთ:
ცხიმიანი თმის დაბანა აუცილებელია ყოველ მეორე დღეს მაინც. თავის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან მაღალი ტემპერატურა აძლიერებს ცხიმის ჯირკვლების მოქმედებას.
თმის ცხიმიანობის მოსაშორებლად ასეთი რეცეპტები გამოიყენეთ:
- 1 კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სპირტი და 1 ჩაის კოვზი წყალი. პირველი დაბანის შემდეგ ნარევი შეიზილეთ თავის კანზე და გაიჩერეთ 10 წთ. შემდეგ თმა ჩამოიბანეთ. კვერცხის გული შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას.
- კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ მკვებავი ქაფის წარმოქმნამდე. შეიზილეთ თავის კანში და დატოვეთ გახმობამდე. შემდეგ თმა დაიბანეთ წყლით და გოგირდიანი საპნით.
- 2 ს/კ კრაზანა ჩაყარეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში 10 წუთით. 1 სთ - ის შემდეგ გადაწურეთ და გამოიყენეთ თმის ძირებში შესაზელად, და გადასავლებად.
- 3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლ წყალში 15 წუთით. დაუმატეთ 20 გრ ჭინჭრის ნაყენი. შეიზილეთ თმის ძირებში და შეიკარით თავი.
- 2 სადილის კოვზი გვირილას ყვავილებს დაასხით 50 მლ მდუღარე წყალი და დადგით 4 სთ. შემდეგ ნაყენი გაწურეთ. შეურიეთ კვერცხის ცილა და ათქვიფეთ.
- ისეთ თმებზე, რომელიც სწრაფად ცხიმიანდება, ეს ნიღბები 10 დღეში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოთ.