ქალბატონების ასაკს მათი ხელები ამხელს. დაუბრუნეთ ხელების კანს ახალგაზრდობოა და სილამაზე.

ქალბატონების ასაკს მათი ხელები ამხელს. დაუბრუნეთ ხელების კანს ახალგაზრდობოა და სილამაზე.
ჩვენი ხელები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს! ხელების კანი ძალზედ თხელი და მგრძნობიარეა, რის გამოც ის საკმაოდ ხშირად ზიანდება. გარემომცველი სამყაროს უარყოფითი ფაქტორების (ყინვა, ქარი, ტემპერატურის ცვლილებები, მზის ულტრაიისფერი სხივები და ა.შ.) მუდმივი ზეგავლენის, ხშირი ბანვისა და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან უშუალო კონტაქტის გამო ჩვენი ხელების კანი საგრძნობლად ზიანდება, ჩნდება ნაოჭები და ლაქები, რაც ძალზედ უსიამოვნო შესახედია.

გთავაზობთ ხელების კანის მოსავლელ 3 პროგრამას, რომელიც ხანმოკლე დროში გასაოცარ შედეგს მოგცემთ. თითოეული პროგრამა შედგება 3 ეტაპისგან. მათი დახმარები თქვენ რამდენჯერმე შეანელებთ კანის დაბერების პროცესს. ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა და ჩაიტარეთ ის კვირაში 2-ჯერ.
  1. კანის გაახალგაზრდავება

    აბაზანა: შეათბეთ კოსმეტიკური პარაფინი ბოლომდე გადნობამდე და მოათავსეთ მასში ხელები 20 ან 30 წუთით. პარაფინის აბაზანა არაჩვეულებრივია ხელების კანის გასაახალგაზრდავებლად და მის დასატენიანებლად.

    პილინგი: თქვენ დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, 1 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი და 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. შეურიეთ ერთმანეთში თითოეული ინგრედიენტი. მიღებული მასა შეიზილეთ წრიული მოძრაობებით ხელებისა და თითების კანზე.

    ნიღაბი: კვერცხის გული - არაჩვეულებრივი გამაახალგაზრდავებელი საშუალება. 1 კვერცხის გულში ჩაამატეთ 1 ჩ.კ ზეიუნის ზეთი, რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა წაისივით ხელების კანზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  2. ხელების კანის აღდგენა

    აბაზანა: ციტრუსებისგან დამზადებული ვიტამინებით გაჯერებული კოქტეილი არაჩვეულებრივია კანისთვის სიმტკიცის დასაბრუნებლად. გამოწურეთ წვენი 1 ლიმონისგან, ჩაამატეთ მასში რამდენიმე წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი, 1 მწიკვი საკვები სოდა და ამავე რაოდენობით დარიჩინი. მათავსეთ ხელები მიღებულ ნარევში 7 წუთით.

    პილინგი: ბლენდერის გამოყენებით დაამზადეთ ნარევი 1 ფორთოხლის ცედრისგან, 0,5 ჭიქა შაქრისგან, 1 ჩ.კ ჯანჯაფილის ფხვნილისგან და 2 ჩ.კ ზეითუნის ზეთისგან. მომზადებული ნარევით იკეთეთ ხელების კანის მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში.

    ნიღაბი: შეურიეთ ერთმანეთში 1 ფორთოხლის რბილობი, 1 ჩ.კ სეზამის ზეთი და 1 მწიკვი წითელი წიწაკის ფხვნილი. მიღებული მასა წაისვით ხელების კანზე და გაიჩერეთ 5 წუთით. ჩამოიბანეთ ნარევი თბილი წყლით.

  3. დაღლილობის მოხსნა

    აბაზანა: თბილ წყალში ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი როზმარინის ეთერზეთი და 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთი. მოათავსეთ ხელები ნარევში 5 წუთით.

    პილინგი: ძალზედ ეფექტური სკრაბის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, 1 მწიკვი დარიჩინი და 1 სუფრის კოვზი ვარდისფერი წყალი. თითოეულ ინგრედიენტს ვურევთ ერთმანეთში და მიღებული მასით ვიკეთებთ ხელების კანის მსუბუქ მასაჟს.

    ნიღაბი: გახეხეთ 1 მწვანე ვაშლი. მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ვაზელინი და რამენიმე წვეთი ქაფურის ზეთი. მიღებული მასა წაისვით ხელების კანზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გახსოვდეთ, მოვლილი კანი ქალის სილამაზის სავიზიტო ბარათია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.