ბულგარელი პროფესორი სილამაზის ფორმულას გვიზიარებს... დაიწყეთ დღე ამ პროდუქტებით!

ბულგარელი პროფესორი სილამაზის ფორმულას გვიზიარებს... დაიწყეთ დღე ამ პროდუქტებით!
ქარისტო მერმერსკი - ბულგარელი პროფესორი, ექიმი და 10-მდე წიგნის ავტორი, რომელიც ჯანსაღ კვებას ეხება. პროფესორი მიიჩნევს, რომ დაბერება არა მხოლოდ ბუნებრივი პროცესი, არამედ ერთგვარი დაავადებაა, რომელსაც საკუთარი ცხოვრების სტილით ვპროვოცირებთ.

ქრისტო მერმერსკიმ გამოარჩია რამდენიმე პროდუქტი, რომლისგანაც თითოეული ადამიანის ყოველდღიური კვების რაციონი უნდა შედგებოდეს, რა თქმა უნდა, თუ ადამიანის სურვილი ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის მრავალი წლით შენარჩუნებაა. ეს პროდუქტებია: ხილი, ბოსტნეული, იოგურტი და ღვინო. პროფესორის სიტყვებით, ასეთი კვების მენიუ განაპირობებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას, რაც წონის დაკლებაში გვიწყობს ხელს.

ჯანსაღი კვება წონის დასაკლებად და ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად
  1. იოგურტი
    დაამზადეთ ნატურალური იოგურტი სახლში ბულგარული ჩხირისგან. ბულგარული ჩხირი – (Lactobacterium bulgaricum) ჩხირისებრი ბაქტერია რძემჟავა ბაქტერიების ჯგუფიდან. 45 – 50° ტემპერატურაზე სწრაფად ადედებს რძეს. იყენებენ მაწვნის დასამზადებლად. გაგიკვირდებათ, თუმცა უკვე რამდენიმე ასწლეულია, რაც ჩინელებისა და იაპონელების უმრავლესობა დღეს სწორედ ამ პროდუქტით იწყებს.

    ნატურალურ იოგრუტში რეკომენდირებულია 1 სუფრის კოვზი გახეხილი ვაშლის, ამავე რაოდენობით თაფლის, 1 ჩაის კოვზი დარიჩინისა და 40 წვეთი პროპოლისის (დინდგელის) ჩამატება. ასეთი საუზმე წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

  2. ბოსტნეული
    რეგულარულად დაამზადეთ სალათი სტაფილოსგან, ნივრისგან და ნატურალური არაჟნისგან. ეს საშუალება ძვირადღირებული სააფთიაქო ვიტამინების არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. რეცეპტი: გახეხეთ ერთი დიდი ზომის სტაფილო მსხვილ სახეხზე და ჩაამატეთ მასში კარგად დაქუცმაცებული 2 ან 3 კბილი ნიორი. შეაზავეთ ის სასურველი რაოდენობით ნატურალური არაჟნით.

  3. ღვინო
    ნივთიერებები, რომელთაც წითელი ღვინო შეიცავს, აფერხებს არა მხოლოდ კანის, არამედ მთელი ორგანიზმის დაბერების პროცესს. მიირთვით ყოველდღიურად წითელი მშრალი ღვინო არაუმეტეს 50 გრამისა.

  4. ხილი
    გასული საუკუნის დასაწყისში ადამიანები მიირთმევდნენ 5-ჯერ უფრო ნაკლებ შაქარს, ვიდრე ჩვენ დღეს. თანამედროვე ადამიანები ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების მსხვერპლს წარმოვადგენთ. შაქარი ყველგანაა: გაზირებულ სასმელებში, წვენებში, ფუნთუშებში, ორცხობილებში და ა.შ. პროფესორი ქრისტო მერმერსკი გვრიჩევს, ვთქვათ უარი ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო ამ პროდუქტებზე და გავინებივროთ თავი ხილისგან დამზადებული ნატურალური კოქტეილებითა და წვენებით.

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, გაამდიდრეთ კვების რაციონი ზემოთ მოცემული პროდუქტებით, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და ცხოვრების ხალისი მრავალი წლით. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან.