ფალსიფიცირებული საქონელი ყოველ ნაბიჯზეა! ახლა უკვე ვიცი, როგორ გავარჩიო ხარისხიანი სუნელები

ფალსიფიცირებული საქონელი ყოველ ნაბიჯზეა! ახლა უკვე ვიცი, როგორ გავარჩიო ხარისხიანი სუნელები
ფალსიფიცირებული სუნელების შეძენისგან დაზღვეული არავინაა, იმ ადგილებშიც კი, სადაც ისინი ხარობს. ამიტომ, უმჯობესია შევამოწმოთ ხარისხზე პროდუქტი, რადგან ფხვნილები ხშირად შეიცავს ნაწილაკებს, რომელთა არსებობაზე გაგება მხოლოდ ლაბორატორიაშია შესაძლებელი.

ნატურალური სუნელები

შავი პილპილი

შავი პილპილის მარცვალი დიამეტრით 3-5 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. დაჭყლეტის დროს იგი რამდენიმე მსხვილ ნაწილებად იშლება და ცოტათო ცხიმიან კვალს ტოვებს. უხარისხო პროდუქტი უბრალოდ ფხვნილად იქცევა.

დარიჩინი

ხარისხიანი დარიჩინის გამორჩევა შესაძლებელია როგორც მთლიანი, ასევე დაფქული სახით. ფხვნილში აწვეთებენ იოდს, თუ პროდუქტმა ლურჯი შეფერილობა მიიღო, ე.ი. პროდუქტი ყალბია.
დარიჩინის ჩხირები ოდნავ მოწითალო ფერით გამოირჩევა.

ზაფრანა

ხშირად, ამ ძვირად ღირებული პროდუქტის ნაცვლად საფლორას, ხმელ ჭარხალს ან კურკუმას გვაჩეჩებენ. მისი გარჩევა ფასით და მუქი წითელი ფერის მიხედვით არის შესაძლებელი.

ვანილი

უმჯობესია, ვანილის ჩხირები შეიძინოთ, რადგან მისი ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე ფხვნილის.

ყვითელი ყვავილი

ხარისხიან ყვითელ ყვავილს მძაფრი სუნი და მკვეთრი ფერი გააჩნია. როგორც შავი პილპილი, ისიც გამოჰყოფს ცხიმიან სითხეს. თუ წყალში მოვათავსებთ, ვერტიკალურ ფორმას მიიღებს.

კარდამონი

კარდამონის დიამეტრი 2,5 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ფერი - მოყავისფრო-მომწვანო. მკვეთრი მწვანე ფერი ქიმიურ დანამატებზე მეტყველებს, ყვითელი კი არასწორი გზით გახმობაზე.

ბადიანი


ხარისხიანი სუნელის ფერი მოწითალო-მოყავისფროა. ვარკვლავების დაზიანებისას ცხიმიანი სითხე უნდა გამოიყოს. მტვრევადი და მუქი ფერის ნაყოფი უხარისხობაზე მიუთითებს.

კურკუმა

ყველასათვის არ არის ცნობილი, რომ კურკუმას ფხვნილის ნაცვლად ჩვეულებრივ შეღებილ ფქვილს გვაჩეჩებენ. გახსენით ფხვნილი წყალში, თუ წყლის ზედაფირზე თეთრი ფერის წარმონაქმნი გაჩნდება, ე.ი. პროდუქტი ფალსიფიცირებულია.

ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც გამოადგებათ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი სტატია.