10 რამ, რაც შეგიძლიათ შეძენის ნაცვლად თავადვე დაამზადოთ

10 რამ, რაც შეგიძლიათ შეძენის ნაცვლად თავადვე დაამზადოთ
ვაწარმოებთ, და არა ვყიდულობთ! fpaparazzi გთავაზობთ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილების ტოპ-10-ს, რომლის დამზადებაც საკუთარი ხელებით არის შესაძლებელი.


კოსმეტიკური და ჰიგიენის საშუალებები

ტუჩის ბალზამი, შამპუნები, ლოსიონები, სახისა და თმის ნიღბები - ამ ყველაფრის რეცეპტები დიდი ხანია, ცნობილია. შეარჩიეთ ისეთი კომპონენტები, რომლებიც თქვენ გიხდებათ, რომლებიც ითვალისწინებს თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს. შეგიძლიათ შეინახოთ ჩვეულებრივ კონტეინერებში. შემადგენლობა ნატურალურია, თანაც ზედმეტ ხარჯს აირიდებთ თავიდან.

საპონი

დიახ, საპნის დამზადება სახლის პირობებში შესაძლებელია, როგორც თხევადი, ასევე მყარისაც. ასეთი საპონი მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან შედგება და საჩუქრადაც გამოდგება.

სანთლები


არასოდეს გადაყაროთ სანთლის ნარჩენები, მათი გამოყენება ახლის დასამზადებლად არის შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ფანტაზია, სანთლის ძაფი და არომატული ზეთები.


წვენები და სოუსები

ნატურალური სოუსებისა და წვენების მომზადება გაცილებით ხელმისაწვდომიცაა და სასარგებლოც, თანაც უგემრიელესი!

რძის პროდუქტები

იპოვეთ ინტერნეტში უამრავი რეცეპტი და მოამზადეთ ყველი ან ხაჭო საკუთარი ხელებით.

მურაბები და ჯემები

არავითარი ზედმეტი ხარჯი ან სპეციალური მოწყობილობა. საჭიროა მხოლოდ მომზადების და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სურვილი.

ცომეული

თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ ბებიებს, რა მარტივია მაგალითად პურის შინ გამოცხობა, და როგორი გემრიელია! ახლა კი მიმართეთ ინტერნეტს და იპოვეთ პიცის ან კრუასანის მომზადების რეცეპტები.

ბულიონი


ალბათ არ ღირს იმაზე საუბარი, თუ რამდენი სასარგებლო ნივთიერებაა შინ მომზადებულ ბულიონში, მაღაზიაში ნაყიდი კუბებისგან განსხვავებით. საწიროა მხოლოდ მონდომება, ხორცი და ბოსტნეული.

ტკბილეული

მაღაზიის დესერტების უმეტესობა შინაურების ანალოგია. დაფიქრდით, რა ეკონომიას გასწევთ, თუ სამზარეულოში ცოტათი გაირჯებით და თავად მოამზადებთ ტკბილეულობას.

საკანცელარიო ნივთები

წებო, საღებავები, წებოვანი ლენტები - ამ ყველაფერს თავადვე დაამზადებთ, თუ ინტერნეტში ცოტაოდენ დროს გაატარებთ და ინფორმაციას მოიძიებთ.