რევმატიზმის სამკურნალოდ ხალხური მედიცინა, ეფექტურ საშუალებას გთავაზობთ!

რევმატიზმის სამკურნალოდ ხალხური მედიცინა, ეფექტურ საშუალებას  გთავაზობთ!
გთავაზობთ რევმატიზმის სამკურნალო ეფექტიან ხალხურ საშუალებას. ჩემთვის ცნობილია ასეთი წამლის რეცეპტი:

დაგჭირდებათ:
  • 150 გრ ზეითუნის ზეთი
  • 10 - 20 ცალი წითელი წიწაკის პარკები
  • 150 გრ ნავთი
  • ბოთლი

მომზდების და გამოყენების წესი:
იღებენ სქელკედლიან ბოთლს. მასში ასხამენ 150 გრ ზეითუნის ზეთი ( შეიძლება პროვონსალური ზეთიც ). შემდეგ ყრიან 10 - დან 20 - მდე წითელი წიწაკის პარკებს იმის მიხედვით , როგორი სიმაგრის ნაყენის მიღება სურთ. ამატებენ 150 გრ კარგად გაწმენდილ სუფთა ნავთს, ანჯღრევენ, აცობენ საცობს და დგამენ ცხრა დღის განმავლობაში თბილ ადგილას. ანჯღრევენ ყოველდღე. ამ ნარევით იზელენ მტკივნეულ ადგილას. ანჯღრევენ ყოველდღე. ამ ნარევით იზელენ მტკივნეულ ადგილებს ღამღამობით. დღისით იცვამენ შალის წინდებს.

ექიმის კომენტარი:
აღნიშნულ რეცეპტში ორი კომპონენტი - ნავთი და წიწაკა მტკივნეულ უბანზე წასმისას გამოიწვევს კანის ნერვული დაბოლოებების - რეცეპტორების გაღიზიანებას, რასაც შედეგად მოჰყვება სახსრების ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება და ანთების უკუგანვითარება. ზეთს კი ამ შემთხვევაში კანის გაღიზიანებისგან დამცავი ფუნქცია აქვს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი