დაამარცხეთ სწრაფად რადიკულიტის, ნევრალგიისა და რევმატიზმის შედეგად გამოწვეული ტკივილები.

დაამარცხეთ სწრაფად რადიკულიტის, ნევრალგიისა და რევმატიზმის შედეგად გამოწვეული ტკივილები.
წითელი ცხარე წიწაკისგან დამზადებული ზეთი არაჩვეულებრივია რადიკულიტის, მიოზიტის, ნერვალგიის, რევმატიზმისა და სახსრების ტკივილის წინააღმდეგ საბრძოლველად. საშუალება, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, განაპირობებს კაპილარების გაფართოებას, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, აძლიერებს ვიტამინების მეტაბოლიზს და ააქტიურებს კანის ეპიდერმისის აღდგენა-რეგენერაციის პროცესს.

წითელი ცხარე წიწაკის ზეთის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
  • 10 ცალი წითელი ცხარე წიწაკა;
  • 2 ჭიქა (400 მლ) ზეითუნის ზეთი;
  • 1 ლიტრიანი მინის ქილა.


მომზადება:

  1. კარგად გარეცხეთ ათივე წიწაკა. მოაჭერით მათ ღეროები და გაატარეთ ხორცსაკებში. თქვენ მიიღებთ მასას დაახლოებით 1 ჭიქის ოდენობით.

  2. მოათავსეთ ეს მასა სუფთა მინის ქილაში და დაასხით მოცემული რაოდენობით ზეითუნის ზეთი. შეინახეთ ქილა ბნელ ადგილას.

  3. 7 დღის შემდეგ გაფილტრეთ ეს მასა მარლის გამოყენებით. წიწაკის მასა შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში და გამოიყენოთ საკვების დანამატის სახით. რაც შეეხება დარჩენილ მოწითალო ფერის ზეთს, გადაიტანეთ ის თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეხურება თავსაფარი.

გამოყენების წესი:

გაიკეთეთ სხეულის პრობლემური ნაწილის მასაჟი მცირეოდენი ამ ზეთის გამოყენებით დღეში რამდენჯერმე. თუ საქმე ფეხებს ეხება, პროცედურის შემდეგ რეკომენდირებულია თბილი წინდების ან კოლოგიტს ჩაცმა. სხეულის ნებისმიერ ნაწილზე ამ ზეთის წასმის შემდეგ რეკომენდირებულია მისი დათბილვა (შემოიხვიეთ შალის ქსოვილი). ზეთის წასმის შემდეგ თქვენ იგრძნობთ მცირეოდენ წვას, რაშიც საგანგაშო არაფერია. მთავარია არ მოგივიდეთ მისი გამოყენება ჭარბი რაოდენობით.

დროთა განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ამ ზეთის გამოყენების ინტენსიურობა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისარგებლეთ ამ ზეთით დღეში მხოლოდ 1-ხელ.

გახსოვდეთ, ეს ზეთი აუცილებლად უნდა შეინახოთ ბნელ ადგილას. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!