სკრაბი და ნიღაბი ნაზი ქუსლებისთვის

სკრაბი და ნიღაბი ნაზი ქუსლებისთვის
ქუსლის კანზე დიდი დატვირთვა მოდის, ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ ის უფრო უხეში და სქელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში. გაუხეშებულ კანს სინაზე და სიგლუვე რომ დავუბრუნოთ, დაგვეხმარება შინაურ პირობებში მარტივი პროდუქტებისგან დამზადებული ნიღაბი.

შემადგენლობა:
  • 1 ს.კ. დაფქული ყავა ან ყავის ნალექი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ან სელის ზეთი
  • ლიმონი


გამოყენება:

  1. თბილ წყალში დაამატეთ 1 ჩ.კ. სოდა და ჩაალბეთ ფეხები ცოტა ხნით. შეურიეთ ყავა, მარილი და შაქარი. დაამუშავეთ სკრაბით ფეხის კანი მასაჟის მოძრაობებით.
  2. გაივლეთ წყლით და გაიმშრალეთ.
  3. წაისვით მშრალ ფეხებზე ზეითუნის ზეთი და 2 წვეთი ლიმონი, ჩაიცვით წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით.


გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 1-ხელ პროფილაქტიკისთვის, ძალიან გაუხეშებული კანისთვის კი - ყოველ 2-3 დღეში.