Spa-პროცედურების ეკონომიური ვარიანტი შინაურ პირობებში
საკუთარი სხეულის მოსავლელად, არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული spa-სალონების სტუმრობა, ამ პროცედურების ჩატარება შინაურ პირობებშიც არის შესაძლებელი. ასეთი ეკონომ-ვარიანტი ნებისმიერ ქალს მოუხდება, რადგან საჭირო ინგრედიენტები ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება მისაღებ ფასად. ყველა spa-პროცედურა მიმართულია არამხოლოდ გარეგნობისგასაუმჯობესებლად, არამედ, მოსადუნებლად და სტრესების მოსაცილებლად. შინაური რელაქსაციისთვის შესანიშნავია თბილი აბაზანა. დადგით რამდენიმე არომა-სანთელი, ჩართეთ მსუბუქი მუსიკა, ჩაყარეთ აბაზანაში ზღვის მარილი და შეიქმენით მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფერო. ასეთი პროცედურის ხანგრძლივობა მინიმუმ 15 წუთია.
პილინგი
ძალიან მნიშვნელოვანია კანიდან მკვდარი უჯრედებისა და ჭუჭყის მოცილება, საამისოდ კი იდეალურია პილინგი. სკრაბი შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ, მაგრამ უმჯობესია საკუთარი ხელებით დაამზადოთ.
შეხვევა
ეს პროცედურა ეხმარება კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ამცირებს ცელულიტისა და სტრიების გაჩენის რისკს, აჩქარებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას.
არსებობს უამრავი რეცეპტი, ჩვენ მათგან ყველაზე პოპულარულებს შემოგთავაზებთ:
შერჩეული შემადგენლობა უნდა წაისვათ პრობლემურ ზონებზე და შეიხვიოთ ცელოფნით. გარედან თბილი ტანსაცმელი ჩაიცვით. პროცედურის ხანგრძნილივობა - 40-80 წუთი.
მასაჟი
ამისათვის უმჯობესია შეიძინოთ ხელის მასაჟორი, რომელიც დაგეხმარებათ დადებითი შედეგის მიღწევაში. წაისვით სხეულზე მასაჟის ზეთი ან ანტიცელულიტური საცხი, მოუსვით მასაჟორი. პროცედურის ხანგრძლივობა - 10 წუთი.
კანის დატენიანება
ასეთი პროცედურები დატენიანებით უნდა დასრულდეს. ამისათვის გამოიყენეთ ნებისმიერი დამატენიანებელი საცხი.
სახის მოვლა
სახეზე ფორები რომ გაიხსნას, გვირილის ნაყენის ინგალაციაა საჭირო. შემდეგ სკრაბის მეშვეობით გაიწმინდეთ კანი და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
ხელების მოვლა
თვალებმა რომ დაისვენოს, დაიდეთ ქუთუთოებზე კიტრის ნაჭრები. მოამზადეთ ხელების ნიღაბი: წაისვით სქლად მკვებავი საცხი, შემდეგ ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები.
ფეხების მოვლა
ფეხის აბაზანაში ჩაყარეთ ცოტაოდენი შაქარი და ჩაასხით რამდენიმე კოვზი ზეითუნის ზეთი. აი, ასეთი ეკონომიური კომპლექსი დაგეხმარებათ თავის მოვლაში ყოველგვარი ძვირად ღირებული spa-სალონების გარეშე.

- შეურიეთ ჩვეულებრივი საშხაპე გელი და ნატურალური დაფქული ყავა. წაისვით მიღებული მასა მთელ სხეულზე, შეიზილეთ და შემდეგ დაიბანეთ.
- შეგიძლიათ შეურიოთ ყავა და თაფლი. მას შემდეგ, რაც პრობლემურ ზონებზე წაისვამთ, მასაჟის მოძრაობებით შეიზილეთ კარგად. ასეთი მასაჟი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და დადებით ზემოქმედებას იქონიებს კანზე.
- კანის დასატენიანებლად შეურიეთ ყავა და ცხიმიანი ნაღები. წაისვით მიღებული მასა ტანზე, შემდეგ კი დაიბანეთ.
შეხვევა
ეს პროცედურა ეხმარება კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ამცირებს ცელულიტისა და სტრიების გაჩენის რისკს, აჩქარებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას.
არსებობს უამრავი რეცეპტი, ჩვენ მათგან ყველაზე პოპულარულებს შემოგთავაზებთ:
- 3 ს.კ. თაფლი გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონისა და ფორთოხლის ეთერზეთები.
- კოფეინი შესანიშნავად წვავს ცხიმს. აიღეთ 3 კოვზი დაფქული ყავა, დაუმატეთ თბილი რძე სქელი მასის მიღებამდე.
- ყველაზე გემრიელი ვარიანტი - შოკოადის შეხვევა. შეურიეთ 200 გრ კაკაო და ნახევარი ლიტრი წყალი.