7 სიმპტომი, რომლის მიღმაც სერიოზული დაავადებები იმალება
სამედიცინო ლექსიკონში არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ”ახალგაზრდა ექიმის სინდრომი”. ეს ხდება მაშინ, როდესაც ასპირანტი დაავადებების შესწავლის დროს, ერთი მეორეზე აღმოაჩენს მათ სიმპტომებს საკუთარ თავში. რა თქმა უნდა, ეს სატირალიცაა და სასაცილოც. ეს უკიდურესი შემთხვევაა, და არ არის აუცილებელი, იყო ექიმი, რათა რეაგირება მოახდინო ყოველ პატარა ცვლილებაზე შენს ორგანიზმში. პანიკიორები ჩვეულებრივ ადამიანებშიცაა, მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც - საკუთარი ჯანმრთელობისადმი უყურადღებობა. ხშირად, ბევრ რამეს არ ვაქცევთ ყურადღებას.
უსწორმასწორო ხელწერა
როდესაც ქაღალდზე ასოები უსწორმასწორო გამოდის, ეს პარკინსონის დაავადების ნაადრევი სიმპტომია. კიდევ ერთი ნიშანი - ასოები პატარავდება და მჭიდროდაა განლაგებული. ე.ი. გიჭირთ ხელის სწორად გაჩერება.
კანის პრობლემები
მშრალი და აქერცლილი კანი შეიძლება სეზონის ცვლილებას, საპონს ან საცხს დავაბრალოთ. თუ კანი გამყარდა და გასქელდა, შესაძლოა, თირკმლების ან წნევის პრობლემები გქონდეთ. იგი ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაზეც მეტყველებს.
უსიამოვნო სუნი პირიდან, ხილის სუნის მსგავსი
ეს საკმაოდ უცნაური გარემოებაა, რომელიც ბევრს შესაძლოა დადებითადაც მოეჩვენოს, მაგრამ ამაში კარგი არაფერია. ასეთი არომატი დიაბეტის საწყისი სტადიის მიმანიშნებელია. ამგვარად, ორგანიზმი ცდილობს ზედმეტი შაქარი გამოდევნოს.
გონებაში გამოთვლა გიჭირთ
თუ მათემატიკა ბავშვობიდანვე გიჭირდათ, გაატარეთ ეს პუნქტი. თუკი ეს მოულოდნელად გაგიჩნდათ და მაღაზიაში კალკულატორის გარეშე მარტივი გამოთვლაც გიჭირთ, ეს ალცჰეიმერის ნაადრევი სიმპტომი შეიძლება იყოს.
გიჭირთ კიბეებზე სიარული
გიჭირთ სუნთქვა კიბეების ასვლისას? ეს ცუდი ნიშანია. განსაკუთრებით, თუ 2 თვის წინ ყველაფერი რიგზე იყო. ეს შეიძლება ფილტვების ქრონიკულ დაავადებას უკავშირდებოდეს, ან გულის პრობლემებს.
თავბრუს ხვევა
თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა: დაღლილობა, დაძაბულობა, სვამთ მცირე რაოდენობით წყალს და ა.შ. ხანდახან ეს რაიმე მედიკამენტების მიღებების უკუჩვენებაცაა. მაგრამ ასეთი რამ თუ ხშირად გემართებათ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს ანემია ან გულის უკმარისობა.
ხშირი შარდვა
ხშირი შარდვაც არ არის ნორმალური. ეს შესაძლოა შაქრის დიაბეტის, საშარდე მილების ინფექციის, კიბოს ან პროსტატის ნაადრევი სტადიის ნიშნები იყოს. დაუშვებელია ამ ფაქტის იგნორირება, რათა სერიოზული გართულებები არ მოჰყვეს.