ყველის ბურთულები - „მანდარინები“: მზადდება წუთებში, მაგრამ ნამდვილ ფურორს ახდენს!

ყველის ბურთულები - „მანდარინები“: მზადდება წუთებში, მაგრამ ნამდვილ ფურორს ახდენს!
ასეთი ლამაზი მანდარინები მოეწონებათ არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც. ამ მარტივი წასახემსებლის მოსამზადებლად რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ!

საჭირო მასალა:

  • მდნარი ყველი 200 გ
  • ნიორი 2 კბილი
  • პაპრიკა 15 გ
  • მაიონეზი 2 ჩ/კ
  • ზეთისხილი 70 გ
  • დაფნის ფოთოლი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. წვრილ სახეხეზე გახეხეთ მდნარი ყველი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი, კარგად აურიეთ.
2. ჩაის კოვზით აიღეთ ცოტაოდენი ყველის მასა, ჩადეთ მასში ზეთისხილი და გააკეთეთ ბურთულა.
3. ამოავლეთ თითოეული ასეთი ბურთულად პაპრიკაში.
4. მორთეთ დაფნის ფოთლით.

გემრიელად მიირთვით