როდის მივიღოთ წყალი, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ? კითხვა, რომელზეც პასუხს დიდხანს ველოდი

როდის მივიღოთ წყალი, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ? კითხვა, რომელზეც პასუხს დიდხანს ველოდი
წყალი ყველაზე საჭირო და აუცილებელი ელემენტია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ქმედითუნარიანობისთვის და ახალგაზრდობის მრავალი წყლით შენარჩუნებისთვის. თუ თქვენ ყოველდღიურად მიიღებთ საკმარისი რაოდენობით წყალს, შეძლებთ უამრავი სერიოზული დაავადების თავიდან არიდებას.

კვლევები ჩვენს ორგანიზმზე წყლის სასარგებლო გავლენის შესახებ უკვე მრავალი წელია ტარდება, თუმცა მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმის დადგენა, თუ როდის უფრო სასარგებლოა წყლის მიღება ჩვენი ორგანიზმისთვის: ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?



წყალი საკვების მიღებამდე
  1. თუ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე ორ ან სამ ჭიქა წყალს მიირთმევთ, თქვენი კუჭი ნახევრად წყლით აივსება, რის ხარჯზეც უფრო სწრაფად დანაყრდებით და შეძლებთ ერთ ჭამაზე მიღებული კალორიების რიცხვის შემცირებას. გარდა ამისა, თუ თქვენ სხვადასხვა ტკბილ და გაზირებულ სასმელებს ჭამის დროს სუფთა წყლით ჩაანაცვლებთ, შეძლებთ ლამაზი ფიგურის შენარჩუნებას.
  2. ერთი ჭიქა წყალი ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ნორმალიზირებს ლიმფურ სისტემას, აჩქარებს მეტაბოლზმს და ეფექტურად წმენდს კუჭსა და მსხვილ ნაწლავს.
  3. წყალი ატენიანებს ჩვენს ორგანიზმს. ძილის დროს ჩვენი ორგანიზმი განიცდის დეჰიდრარტაციას, გაუწყლოებას, რის გამოც აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე. გარდა ამისა, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე წყლის მიღებით თქვენ შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესების რამდენჯერმე დაჩქარებას და ორგანიზმის ენერგიის ამაღლებას.

წყალი საკვების მიღების შემდეგ

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ წყალი ხელს უშლის ორგანიზმს საჭმლის მონელებაში, თუმცა მეცნიერები და მკვლევარები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. უახლესმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ წყალი ხელს უწყობს კუჭს საჭმლის მონელებაში. გარდა ამისა, ის ეხმარება ორგანიზმს, უფრო სწრაფად აღიქვას და აითვისოს სასარგებლო ნივთიერებები.

გახსოვდეთ, რომ წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ხოლო როდის მიიღებთ მას, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებით თქვენ შეძლებთ ორგანიზმის გაჯანსაღებას, მისი საერთო ენერგიის ამაღლებას და განწყობის, ხასიათის გაუმჯობესებას.