მშრალი საკვები ცხოველებისთვის საკუთარი ხელით - ეკონომიური, გემრიელი და უსაფრთხო!

მშრალი საკვები ცხოველებისთვის საკუთარი ხელით - ეკონომიური, გემრიელი და უსაფრთხო!
კატებს ძალიან უყვართ მაღაზიაში ნაყიდი მშრალი საკვები: ამ ხრაშუნა საკვების არომატს ექსტაზში მოჰყავთ! ტანაც, მოხერხებულია: ჩაუყრი თასში და სადილიც მზადაა. მაგრამ არის ერთი ”მაგრამ”” პრემიუმ-კლასის მშრალი საკვები, რომელიც ნამდვილად მდიდარია ვიტამინებით და დაბალანსებული შემადგენლობა აქვს - საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. იაფფასიანი საკვები კი სრულიად უსარგებლო ინგრედიენტებით არის სავსე.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, თავადვე მოუმზადოთ თქვენს საყვარელ ბინადარს საკვები: ეკონომიური, გემრიელი და რაც მთავარია - ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

მშრალი საკვები კატებისთვის

მისი მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს. არ არის აუცილებელი, მთავარ ინგრედიენტად ხორცი აირჩიოთ, გამოდგება სუბპროდუქტებიც (გულ-ღვიძლი, ქათმის კუჭები). დამხმარე ინგრედიენტებად გამოიყენეთ ფქვილი, შვრიის ფანტელი, ბრინჯის ფქვილი, მწვანილი, ბოსტნეული, თევზის ცხიმი, ვიტამინის დანამატები.

მშრალი საკვების რეცეპტები

  1. 1 კგ ქათმის ღვიძლი, 300 გრ უმარილო კრეკერი და 1 კონა ნიახური დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ 1 ს.კ. თევზის ცხიმი ან ზეითუნის ზეთი, მოურიეთ. მოათავსეთ მასა აირღუმელში, მოუსვით დანა და შექმენით ბადეები, რათა შემდეგ მისი დანაწევრება გაგიადვილდეთ. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 100 გრადუსზე. შემდეგ დაყავით ნაწილებად და შეაბრუნეთ აირღუმელში კიდევ 1 საათით.

  2. 0,5 კგ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ძროხის ღვიძლი, 200 გრ ფქვილი, 1 ს.კ. თაფლი და ცოტაოდენი მარილი შეურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. მოამზადეთ იმავე მეთოდით, როგორც წინა პუნქტში, ოღონდ 150 გრადუსზე.

  3. 0,7 კგ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ძროხის ღვიძლი, 1 ჭიქა შვრიის ფანტელი, ცოტაოდენი მარილი, 2 კვერცხი და 1 ს.კ. ზეთი კარგად მოურიეთ. მოამზადეთ #1 პუნქტის მიხედვით.

  4. ძროხის გული, 300 გრ ქათმის ღვიძლი, 100 გრ მოხარშული სტაფილო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 2 ს.კ. ზეთი, მოურიეთ. მოამზადეთ #1 პუნქტის მიხედვით.


ამ ხერხით მომზადებული საკვები გააცივეთ, მოათავსეთ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში, მისი ვარგისიანობის ვადა გახლავთ 1 თვე.