როგორ ვებრძოლოთ და შევაჩეროთ ნაოჭების გაჩენის პროცესი!
უნდა გვახსოვდეს, რომ გაცილებით უფრო ადვილია ბრძოლა ნაოჭების წარმოქმნის წინააღმდეგ, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული ნაოჭების გასწორება.
- ნაოჭების ბრძოლის კარგ საშუალებად ითვლება, ცხელი საფენები.
ავიღოთ საშუალო ზომის პირსახოცი, დავკეცოთ ისე, რომ მივიღოთ დაახლოებით ოცდახუთი სანტიმეტრი სიგანის გრძელი სახვევი. დასველებული და კარგად გაწურული პირსახოცით ავიკრათ სახე (ისე, როგორც კბილის ტკივილის დროს). პირსახოცის თავისუფალი ბოლოები გადმოვიფინოთ შუბლსა და ცხვირზე. 5 წუთის შემდეგ საფენი მოვიხსნათ და სახეზე ცივი წყალი გადავივლოთ. ამის შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი. - დაახლოებით 50 გრ მკვებავ კრემს შეურიეთ, ნახევარი ჩ/კ მარილი. ამ სახით მომზადებული კრემი დაგიცავთ ნაოჭებისგან. წაისვით იგი თხელ ფენად. ამავე დროს თითების დარტყმითი მოძრაობებით, ჩაიტარეთ მსუბუქი მასაჟი.
- კარგი იქნება თუ სახეზე, დრო და დრო ფოლიკულინს გადაისვამთ. ეს პრეპარატი აფთიაქებში იყიდება.