სახიდან პიგმენტური ლაქების მოშორების უმარტივესი საშუალებები.
სუფთა და ნაზი კანი, სახის სასიამოვნო ფერი ქალის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ვენერას ფიგურა და პიერ კარდენის შეკერილი კაბაც კი ვერ გაალამაზებს დამჭკნარ, ნაოჭიან და მოუვლელ სახის კანს. მისი მოვლა კოსმეტიკური ხელოვნების უპირველესი ამოცანაა. მოუვლელობით გაფუჭებული სახის კანის მოწესრიგება არც თუ ისე ადვილი საქმეა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ კანს აქვს თვითაღდგენის საოცარი უნარიც.
ძალიან ხშირად სახეზე სხვადასხვა ზომის ლაქები ჩნდება. ლაქების წინააღმდეგ შეგიძლიათ იხმაროთ შემდეგი სახის ნაყენი:
ძალიან ხშირად სახეზე სხვადასხვა ზომის ლაქები ჩნდება. ლაქების წინააღმდეგ შეგიძლიათ იხმაროთ შემდეგი სახის ნაყენი:
- ავიღოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული, ორი ს/კ ოხრახუში. დავასხათ ერთი ჩაისჭიქა წყალი და წამოვადუღოთ. მიღებული მასა დოლბანდში გავწუროთ. ამ სითხეში დასველებული ბამბა, დღეში სამჯერ ან უფრო ხშირად გადავისვათ ლაქებზე.
- ლაქების მოსაშორებლად კვირაში ერთხელ, გავიკეთოთ შემდეგი სახის ნიღაბი. ავიღოთ 1 ჩ/კ გახეხილი ( უმი ) კარტოფილი, დავასხათ 1 ჩ/კ ზეითუნის ან ნებისმიერი მცენარეული ზეთი და 1 ჩ/კ მჟავე მაწონი. მიღებული მასა ოცი წუთით დავიფინოთ, ახალდაბანილ სუფთა სახეზე. ნიღაბი ჩამოვიბანოთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.