კეფირისა და ჭარხლის კომბინაცია: დაიკელით წონაში 5 კგ 1 კვირის განმავლობაში!

კეფირისა და ჭარხლის კომბინაცია: დაიკელით წონაში 5 კგ 1 კვირის განმავლობაში!
კეფირისა და ჭარხლის დიეტას ყველაზე იაფფასიანი შეიძლება ეწოდოს. მიუხედავად ამისა, იგი ძალიან ეფექტურია, წმინდავს ნაწლავებს რბილად, გამოდევნის ტოქსინებს და წონაში სწრაფად დაკლებას უწყობს ხელს.

3-დღიანი დეტოქსის შედეგად 4-დან 7-კილოგრამამდე ზედმეტი წონის დაკარგვა არის შესაძლებელი. დიეტის შედეგი სხეულის აგებულებასა და პირვანდელ წონაზეა დამოკიდებული.

კეფირისა და ჭარხლის კომბინაცია

ეს დიეტა საკმაოდ მკაცრია. 1 კგ მოხარშული ჭარხალი, 1,5 ლიტრი უცხიმო კეფირი, 1,5-2 ლიტრი წყალი - ეს გახლავთ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც დღიურად უნდა მიირთვათ. დიდი ოდენობით წყალი იმისთვის უნდა დალიოთ, რომ ორგანიზმი არ დასუსტდეს.

პროდუქტების რაოდენობა 5-6 მიღებაზეა გათვლილი. თუ ცალ-ცალკე ამ პროდუქტების მიღება უგემური გეჩვენებათ, შეგიძლიათ მოამზადოთ ბლენდერში კეფირისა და ჭარხლის კოქტეილი.

ამ 3-დღიანი დიეტის შემდეგ შეგიძლიათ რაციონი გაამდიდროთ მოხარშული ხორცითა და თევზით (400 გრ დღეში 3 მიღება). ასევე, მომდევნო 4 დღის განმავლობაში მიირთვით ვაშლი და ციტრუსი.

ორგანიზმის ამ გზით გაწმენდა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც ღვიძლი, კუჭის ან თირკმელების მუშაობის დარღვევა აღენიშნება.