ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ყოველ ნიშანს აქვს პლიუსები და მინუსები. არსებობს ასევე ხასიათის თვისებები და ქცევის მანერები, რომლებითაც სხვადასხვა ნიშნები სცოდავენ. სწორედ ასეთი საქციელის გამო იღებენ ალიყურს ცხოვრებისგან. ამას შეიძლება ბუმერანგის პრინციპი ვუწოდოთ, როდესაც ჩადენილისთვის დამსახურებულ პასუხს იღებს. მოდით გავიგოთ, როგორია ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისვის ეს პასუხები.

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს მართებთ, მიაქციონ ყურადღება თავიანთ სიტყვებს, რადგან სწორედ ისინი უბრუნდება მათ ბუმერანგის სახით. საქმე იმაშია, რომ ვერძები ჯერ ამბობენ და მერე ფიქრობენ. მიიჩნევენ, რომ შუბლში შეიძლება ყველაფერი მიახალო და არ უფიქრდებიან, როგორ ატკენენ ამით გულს.

კურო

მაღალი თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის გამო, ამ ნიშნის წარმომადგენლები წარუმატებელი რომანებით ისჯებიან. კუროები მიიჩნევენ, რომ იდეალური პარტნიორები არიან, ამიტომაც არ მუშაობენ ურთიერთობებზე.

ტყუპები


ტყუპებს ბუმერანგი მარტოობის სახით უბრუნდებათ. საქმე იმაშია, რომ ისინი არ აფასებენ ახლობლების მზრუნველობასა და სიყვარულს. სწორედ ამიტომ, ხშირად მეგობრების გარეშე რჩებიან.

კირჩხიბი

კირჩხიბებს კონტროლი და მანიპულირება უყვართ. ამის საპასუხოდ კი ცხოვრებისეული ქაოსი შემოაქვთ ვარსკვლავებს, რომელსაც ასე ვერ იტანენ კირჩხიბები.

ლომი

ეს გახლავთ ეგოისტური ნიშანი, ამიტომაც, გარს ასეთივე ადამიანები ახვევია. ლომები მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ და ნეგატიური დამოკიდებულება ყალბი მეგობრების სახით უბრუნდებათ.

ქალწული

ვინაიდან, ამ ნიშნის წარმომადგენლები მხოლოდ წარუმატებლობაზე და ცუდზე ფიქრობენ, ვარსკვლავები ამას უზრუნველყოფენ. არ შეიძლება მუდამ ნეგატივზე კონცენტრირება, ყველა წარუმატებლობა სწორედ აქედან მოდის.

სასწორი

ვინაიდან ამ ნიშნის წარმომადგენლები ყურადღებას არ აქცევენ ცხოვრების წესს (ფულს ფლანგავენ, ცუდად იკვებებიან, არ ზრუნავენ ჯანმრთელობაზე), ვარსკვლავები ბუმერანგის სახით მათ ყოფით სირთულეებს უგზავნიან.

მორიელი


ყველა იმ ინტრიგებისა და მანიპულაციების, ასევე ახლობლებისადმი გულგრილობის გამო, მორიელები იღებენ პრობლემებს. ვარსკვლავები ისე აკეთებენ, რომ ამ ადამიანებმა ცუდის და კარგის გარჩევა ვერ ისწავლონ.

მშვილდოსანი

ეს ნიშანი ძალიან თავდაჯერებული და პატივმოყვარეა. მშვილდოსნები საკუთარი გამარჯვებისთვის იბრძვიან და არავის აქცევენ ყურადღებას. ამისათვის კი მუდმივი პატარა წინაღობები ხვდებათ გზად.

თხის რქა


მეტისმეტი სერიოზულობისთვის თხის რქებისკენ ბუმერანგი სასაცილო და უხერხული სიტუაციების სახით მოფრინავს, ამ დროს ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან. ხანდახან ასეც უნდა მოიქცე!

მერწყული

მერწყულები ხშირად ცდილობენ, საკუთარი აზრი მოახვიონ სხვებს, აგრესიულად რეაგირებენ, თუ ვინმე მათ არ ეთანხმება. ამისათვის კი ოჯახური პრობლემებით და მეგობრების ღალატით ისჯებიან.

თევზები

თევზები საკუთარ თავს სჯიან, რადგან ილუზიების სამყაროში ცხოვრობენ. არ სურთ რეალობის მიღება. მათ ცოტა ვინმე თუ აღიქვამს სერიოზულად, თუ თავიანთ ფანტაზიებს საქვეყნოდ გამოფენენ.