ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ყოველ ჩვენს ქმედებას შედეგი მოსდევს. თუ რაიმე ცუდი ჩაგვიდენია, აუცილებლად დაგვიბრუნდება უკან. ბუმერანგის პრინციპი თითოეულისთვის თავისებურად მოქმედებს, ცხოვრებისეული ხედვებისა და მოსაზრებების მიხედვით.

სიამაყე, თავმოყვარეობა, უპასუხისმგებლობა, ეშმაკობა, უტაქტობა - ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი სისუსტე აქვს. და ხასიათის მიხედვით, ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებთ. სამყარო კი ამისათვის პასუხს გვაგებინებს.

ვერძი

ვერძებს ბუმერანგივით თავიანთი სიტყვები უბრუნდებათ, რომლებსაც ყურადღებას არ აქცევენ. ერთის მხრივ, კარგია, რომ ასეთი გულწრფელები არიან, მეორეს მხრივ კი, ეს მათ ანგრევს. შესაძლოა, კოლეგის დახმარება დასჭირდეს, ის კი ძველ წყენას ახსენებს, აი როდის ურტყამს ბუმერანგი ვერძს თავში.

კურო

კუროებს ზედმეტი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, ამიტომ, ბედი მათ პატივმოყვარეობას ბუმერანგის სახით სიყვარულში წარუმატებლობას უგზავნის. კუროები მიიჩნევენ, რომ იდეალურები არიან, ამიტომაც ურთიერთობებს არ უფრთიხლდებიან. ეს კი ცუდად ზემოქმედებს პირად ცხოვრებაზე.

ტყუპები

ტყუპები არ აფასებენ იმას, რასაც მათთვის სხვები აკეთებენ, ამიტომაც ხშირად რჩებიან მარტო. გულგრილობა მათ მიმართ, ვისაც უყვართ და თავს ევლებიან, უბრუნდებათ იმით, რომ ცხოვრება საყვარელ ადამიანებს ართმევს, მათთან ერთად კი, წარმატებასაც.

კირჩხიბი

კირჩხიბის წყევლა გახლავთ მანიპულაცია. მათ უყვართ, როცა ყველაფერს აკონტროლებენ, ამიტომ ვარსკვლავები ხშირად მათ ბუმერანგის სახით ცხოვრებისეულ ქაოსს უბრუნებენ, რომელიც სპობს კარგ განწყობას და მიაქვს ნერვები.

ლომი

ლომი საკუთარი თავისა და ოჯახის გარდა არავიზე ფიქრობს. სამყაროს ღერძი მათ გარშემო ბრუნავს და როცა ეს ახლობლებს ეხებათ, ისინი მიდიან ლომებისგან. ლომს ცოტა მეგობარი ჰყავს - მას ორპირი ადამიანები ახვევია გარს. ეს გახლავთ ეგოისტური ნიშანი და იგვლივაც თავისი მსგავსი ხალხი ჰყავს შემოკრებილი.

ქალწული

ქალწული მუდმივ ეჭვებშია და ცუდზე ფიქრობს. ამას კი სამყარო არავის პატიობს და მიაქვს წარმატება და იღბალი. უმიზეზო ნეგატივი ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება ქალწულს სიყვარულში, ფინანსებში და საქმეებში წარუმატებლობის სახით.

სასწორი

სასწორები დაუდევრები არიან, ამიტომ მათ ცხოვრებაში ბევრი სირთულეა. იშვიათად სტუმრობენ ექიმს, არ აქცევენ ყურადღებას, რამდენს ხარჯავენ, არასწორად იკვებებიან. მერე კი უკვირთ, რატომ გრძნობენ თავს ცუდად და არასოდეს აქვთ ფული.

მორიელი

მორიელს ინტრიგები და მანიპულაციები უყვარს, იოლად წყვეტენ ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებსაც მოსწონთ. სწორედ ამიტომ, მათ ზურგს უკან ხშირად ჭორაობენ. სწორედ ამიტომ მათ გარს ახვევიათ პრობლემები, რომლის გამოც კარგ და ცუდ ადამიანებს ვერ არჩევენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები უტაქტოები და თავისუფლების მოყვარულები არიან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. უყვართ, როცა გამარჯვებულად აღიარებენ, ყევლაფერს აკეთებენ პირველობისთვის. ბუმერანგის პრინციპი მათ პატარა პრობლემების სახით ატყდებათ თავს.

თხის რქა

თხის რქას სამყაროს მეფე ჰგონია თავი. ძალიან სერიოზულია, ამიტომ, ბუმერანგი მათ თავს კურიოზული სიტუაციების სახით ატყდება, რის გამოც დაცინვის ობიექტი ხდება.

მერწყული

მერწყულს თავი გმირად წარმოუდგენია, რომლის მისია სამყაროს დახსნაა უამრავი უბედურებისგან. ცდილობს, სხვებს მოახვიოს საკუთარი აზრები და დაარწმუნოს, რომ მხოლოდ ეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება. ამის გამო ბუმერანგის სახით მას ოჯახური პრობლემები და მოულოდნელი უსიამოვნებები ეცემა თავს - მას ხშირად საუკეთესო მეგობრებიც ტოვებენ.

თევზები

თევზებთან ყველაფერი ადვილადაა - ისინი მეოცნებეები არიან, რომლებიც მხოლოდ საუკეთესოზე ფიქრში ატარებენ ცხოვრებას. მათ სერიოზულობა აკლია, ამიტომაც საკუთარ თავს თავადვე ისჯიან, რადგან სერიოზულად არავინ აღიქვამს.