თმის სუპერ-მოდური ფერები 2017 წელს! თითოეული იპოვის თავის იდეალურ ელფერს!

თმის სუპერ-მოდური ფერები 2017 წელს! თითოეული იპოვის თავის იდეალურ ელფერს!
2017 წელს ძალაში ახალი მოდური ტენდენციები შევიდა. მოდურ გოგონებს თბილი ელფერების რბილი ბუნებრივობა გაახარებს. უჩვეულო და ორიგინალურის მოყვარულებიც აღმოაჩენენ რაიმე სათავისოს.

ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ, თუ რა იქნება მოდაში 2017 წელს. ვარცხნილობის შეცვლა ხომ ანტისტრეს-თერაპიაა.

2017 წლის მოდური შეღებვა

ალუბლის ბომბი

ცეცხლოვანი მამლის წელი წითლის გარეშე წარმოუდგენელია. ეს თმასაც ეხება. კენკრისა და ღვინის ელფერი - ამ სეზონის ჰიტია! მაგრამ ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ბორდო ან წითელი ხე. ან შოკოლადის ფერის თმას დაადოთ ალუბლისფერი ელფერი. თუ თმა სპილენძისფერია, მაშინ - ბურგუნდისფერი.

მარწყვის ბლონდი


რამდენიმე წლის განმავლობაში შოკოლადის და შავი ფერის თმა იყო მოდაში, მაგრამ წელს ქერა კვლავ შემოდის. ასეთი ტიპის უპირატესობა იმაშია, რომ შეღებილი ქერა თმის მფლობელებს უადვილდებათ მისი მიღება. არ არის სიყვითლისგან სრულიად გათავისუფლება საჭირო. მისი ნეიტრალიზება შეიძლება, თუ სორად დასვამთ მარწყვისფერს.

კეთილშობილი ჭაღარა

ასეთი ტექნიკა ჯერ კიდევ გასულ წელს შემოვიდა მოდაში. იგი მოუხდება როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანშიშესულ ქალებსაც. თუ თმა არასოდეს შეგიღებავთ და ჭაღარა უკვე გაქვთ, დადგა დრო, ატაროთ იგი სიამაყით.

ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ფერის მისაღებად, მოგიწევთ თმის ძლიერ გაღიავება. თუ ეჭვი გეპარებათ, მოგიხდებათ თუ არა, უმჯობესია, თავი შეიკავოთ.

შეღებვა ჯინსის ეფექტით

მოდური გახდა თმის ცალკეული ნაწილების უჩვეულო ფერებში შეღრბვა. ერთ-ერთი მათგანია ჯინსის ეფექტის შექმნა, რომლის მისაღებადაც თმის ნაწილებს წინასწარ აღიავებენ.

მუქი და ჟღალი ფერები

წელს ძალიან მუქი და შავი ფერის თმა მოდაში არ არის. 2017 წელს აქტუალურია თხილის ფერი და ცივი ღია ელფერები. მსუბუქი ომბრე, სადაც ოდნავ მუქი ღია ფერში გადადის და რბილად გამოკვეთავს სახის ნაკვთებს.

კაშკაშა ჟღალი კი მოდის პიკში კარგა ხანს არ იქნება. ასეთი თმის მფლობელებმა უნდა შეარჩიონ უფრო მშვიდი ფერები - დაიჩინის, სპილენძის ან შამპანურის ელფერი.

მზის ჩასვლა

მოდის ეს სიახლე ექსტრემალური სილამაზის მოყვარულებს მოეწონებათ. მზის ჩასვლის ელფერი - წითელი, ვარდისფერი, ატმისფერი და ყვითელი - ძალიან ლამაზად იტალღება თმაზე და მზის ჩასვლის ეფექტს ქმნის. რა თქმა უნდა, ასეთი ვარცხნილობა ოფისში უადგილოდ გამოიყურება, მაგრამ ზღვაზე დასვენებისას - მშვენიერი ექსპერიმენტია.

თუ თმის ფერის შეცვლა ან ახალი ტექნიკის გამოცდა გსურთ, უმჯობესია, მიმართოთ პროფესიონალს. შინაურ პირობებში რეკომენდებულია ერთი ტონით შეღებვა და ფერის ოდნავ განახლება.