სეზონის ტრენდული ნივთი 30 წუთში: შეუდარებლად გამოიყურება!

სეზონის ტრენდული ნივთი 30 წუთში: შეუდარებლად გამოიყურება!
შარფი-”სნუდი” ნებისმიერი ასაკის ქალის გარდერობის მშვენებაა. იგი კარგად ავსებს კლასიკურ ლაბადას ან სპორტულ ქურთუკს, ჰმატებს შარმს კაბებს და ყოველდღიურ ჟაკეტებს...

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ორიგინალური შარფების შექმნას დევიზით: ”მინიმუმ მოწყობილობა - მაქსიმუმ სილამაზე!”.

როგორ შევკეროთ შარფი საკუთარი ხელებით


2 სახის ქსოვილი, კონტრასტული ფერებით და მაქმანებით გაფორმებული - ექკლუზიური მოდელის საწინდარია!



ამ მოდელის ორივე ქსოვილიც მაქმანებითაა გაფორმებული, ოღონდ სხვადასვა სიფართის. მსხვილი და პატარა უჯრედების შეხამება საინტერესოდ გამოიყურება!



ასეთი ”სნუდის” შესაქმნელად უნდა შეკეროთ ქსოვილის 2 მართკუთხედი ნაჭერი (ამ შემთხვევაში გიპიური და ბამბა), წინა მხარე შიგნით უნდა ჩაკეცოთ. შემდეგ ამოატრიალოთ, გააუთოვოთ და გაკეროთ ბოლოები.



ეს ორმხრივი შარფი არ გაკერეს ბოლოებში, მაგრამ ამით შარმი არ დაუკარგავს.



ტრიკოტაჟის ნაჭრის კუთხეებს მიაკერეთ სპეციალური ლენტი შესაკრავებით (ღილაკებით), რათა მიიღოთ ნივთი 2:1-ში: მოსასხამი-შალი და ”სნუდი”.



რბილი ფლანელის შარფის გასაახლებლად, გააფორმეთ უჩვეულო კანტებით.



ძალიან მოდურია შალის ან ფლანელის მოცულობითი შარფები. შეიძინეთ სხვადასხვა ფერის ქსოვილები, მზა შარფის ბოლოები კი ორიგინალურად გააფორმეთ.



აი, როგორ უნდა ატაროთ ასეთი შარფი.



შემოხვევის ტექნიკა...



აქ ღილაკები მიმაგრებულია ხელოვნურ ტყავზე. კონტრასტული და ლამაზია!



ორმხრივი ”სნუდი”: უჩვეულოდ თბილი და მყუდრო.





ფართო მაქმანით გაფორმება ჩვეულებრივ შარფს ახალ სიცოცხლეს შესძენს.



4 სახეობის ქსოვილის კომბინაცია ბოხოს სტილის შარფის შესაქმნელად.