გარდერობის 10 ნივთი, რომელიც ნებისმიერ ქალს უფრო მოხდენილს გახდის
მოხდენილი სხეულით ყველა გოგონა ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს საშუალება, კარგად გამოიყურებოდე. სწორად შერჩეული გარდერობის წყალობით, შესაძლებელია, პრობლემურ ზონებზე აქცენტის მოხსნა, ვიზუალურად წონაში დაკლება და იერსახის ჰარმონირება. დიახ, ამასთან გასათვალისწინებელია სხეულის ტიპი, მისი ინდივიდუალური თავისებურებები. მაგრამ არსებობს ნივთები, რომლებიც ყველას უხდება!
1. თეთრი პერანგი
ეს გახლავთ გარდერობის უნივერსალური ნივთი, რომელიც თანაბრად კარგად გამოიყურება როგორც შარვლებზე, ასევე, ჯინსებზე, ქვედაბოლოებზე და შორტებზეც კი.
2. წელზე მომდგარი კაბები
უმჯობესია მოდელები, რომლების ქვედაბოლო მოშვებულია. ასეთი კაბა ძალიან ქალურია და ქმნის იდეალურ სილუეტს.
3. მკაცრი პიჯაკი
წელში ოდნავ გამოყვანილი, შავი, ხარისხიანი ქსოვილისგან შეკერილი კლასიკური პიჯაკი თქვენი გარდერობის უამრავი ნივთის იდეალური შეხამება გახდება.
4. ხორცისფერი ფეხსაცმელი
ასეთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველ თავმოყვარე ქალს უნდა ჰქონდეს. მისი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ კანის ფერს ერწმის და ფეხებს ვიზუალურად უფრო გრძელს აჩენს.
5. ბოიფრენდი-ჯინსები
თუ ამ მოდელთან რაიმე ქალურ ნივთს შევახამებთ, საკმაოდ საინტერესო იმიჯი გამოვა - რბილი და ნაზი.
6. კლასიკური ტრენჩკოტი
ამასთან, არ არის აუცილებელი, იყოს კრემისფერი. ამ კლასიკური მოდელის უპირატესობა იმაშია, რომ აქცენტს წელზე აკეთებს და სხეულს ქვიშის საათის მსგავსს ხდის.
7. დახრილი უჯრედები
ეს საოცარი პრინტი არამხოლოდ აქტუალურად და მოდურად გამოიყურება, არამედ, ფარავს ზედმეტ კილოგრამებს.
8. ქვედაბოლო-ფანქარი
ნამდვილად შეუცვლელი ნივთია. მისი შეხამება სხვადასხვა ზედასთან შეიძლება, ამასთან, ნებისმიერი ტიპის სხეულს მოხდენილს აჩენს.
9. ფართო შარვალი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასეთი მოდელი ცოტათი გროტესკულად გამოიყურება. მაგრამ შარვლის სიფართე სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მეორეც - თუ მაღალწელიან მოდელს შევარჩევთ და მაღალ ქუსლებზე ჩაიცვამთ, უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ.
10. მიდი-სიგრძე
მაქსი-სიგრძე რთულად შესახამებელია, მინი - ხანდახან ვულგარულად გამოიყურება, საშუალო სიგრძე კი შესანიშნავად აბალანსებს სხეულს და უნივერსალურია.